თენგიზ ცერცვაძე – „კოვიდ-19“ ნაყოფზე არ მოქმედებს და ორსულებში რამე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული

Read Time:34 Second

კოვიდ-19“ ნაყოფზე არ მოქმედებს და საერთოდ, ორსულებში რამე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

მისი თქმით, ორსულებზე ყველა ის უნივერსალური რეკომენდაცია ვრცელდება, რაც არაორსულზე.

მსგავსი: ახალი კორონავირუსი – ტყუილი და მართალი #LIVE

​„კოვიდ-19“ ახალია და მის შესახებ ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ დღევანდელი ცოდნით, ის ნაყოფზე არ მოქმედებს და საერთოდ, ორსულებში რამე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული. განსხვავებით, მაგალითად, გრიპისგან, რომლისთვისაც ორსულები ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია და პირველ რიგში, სწორედ ორსულებს ვურჩევთ აცრას. ჩვენ მათ ვურჩევთ, ორსულობის პერიოდში თავი აარიდონ გრიპის დაინფიცირებას, აქ კი რამე ასეთი არ არის. ორსულებზე ყველა ის უნივერსალური რეკომენდაცია ვრცელდება, რაც არაორსულზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე-გამოვეცი სპეციალური ბრძანება, რომლითაც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პარლამენტში გასატარებელი ღონისძიებები განისაზღვრა
Next post ირაკლი კობახიძე კორონავირუსის პრევენციაზე: შეიძლება მივმართოთ კიდევ უფრო მეტად მკაცრ ზომებს