ირაკლი კობახიძე კორონავირუსის პრევენციაზე: შეიძლება მივმართოთ კიდევ უფრო მეტად მკაცრ ზომებს

Read Time:50 Second

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომები შესაძლოა გამკაცრდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხდა. მისი თქმით, საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე.

„ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის რომ მაქსიმალურად შემცირდეს რისკები და შემცირდეს ტენდენცია ამ ვირუსის გავრცელების. თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ არის მაქსიმალური სიფრთხილე საჭირო. იმის მიხედვით თუ რა იქნება გლობალური ტენდენცია, რა იქნება ტენდენცია საქართველოში, ამის შესაბამისად შეიძლება მივმართოთ კიდევ უფრო მეტად მკაცრ ზომებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ინფორმაცია ბექა ოდიშარიას დაინფიცირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„მე რაც მაქვს ინფორმაცია, მას არავითარი ასეთი რისკი არ აქვს იმიტომ, რომ არ ჰქონია არცერთ პირთან კომუნიკაცია, რომელსაც დაუდგინდა ეს ვირუსი“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – „კოვიდ-19“ ნაყოფზე არ მოქმედებს და ორსულებში რამე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული
Next post ბესო ჩუბინიძე- შემოვდივარ ინიციატივით, ამირან გამყრელიძე წარდგენილ იქნას რომელიმე უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე, განსაკუთრებულ სიტუაციებში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო!