თეა წულუკიანი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე: ჩვენს ერებს შორის მეგობრობა არ დაწყებულა ზელენსკით და არც ზელენსკით დამთავრდება – მთავრობები მიდიან და მოდიან, ხალხები და ხალხებს შორის ურთიერთობა კი რჩება

Read Time:27 Second

მთავრობებს შორის არის გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ ჩვენს ერებს შორის მეგობრობა არ დაწყებულა ზელენსკით და არც ზელენსკით დამთავრდება. ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობა არის დიდი ისტორიის მქონე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენ, როგორც მთავრობა და ამ ქვეყნის წარმომადგენლები ომის პირველივე დღიდანვე ვეხმარებით, ვეთანამშრომლებით და პოლიტიკურ და საერთაშორისო დონეზე თუ ჰუმანიტარულ ჭრილში მხარდაჭერას ვუცხადებთ არა რომელიმე მთავრობას ან მთავრობის წევრს უკრაინაში, არამედ უკრაინელ ხალხს. მთავრობები მიდიან და მოდიან, ხალხები და ხალხებს შორის ურთიერთობა რა თქმა უნდა რჩება და ხშირად საუკუნეებსაც უძლებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვლადიმერ პუტინი: უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთს და არ შეცვლის უკრაინის მდგომარეობას უსაფრთხოების კუთხით
Next post თეა წულუკიანი: ვაშაძემ, რომელსაც თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს, სხვას როგორ უნდა მიხედოს და მითუმეტეს როგორი გამაერთიანებელი უნდა იყოს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია ჩემთვის