ვლადიმერ პუტინი: უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთს და არ შეცვლის უკრაინის მდგომარეობას უსაფრთხოების კუთხით

Read Time:41 Second

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთს და არ შეცვლის უკრაინის მდგომარეობას უსაფრთხოების კუთხით. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, ეს აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საფრთხეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გააუმჯობესებს თავად უკრაინის უსაფრთხოებას და ზოგადად ეს გახდის მსოფლიოს ბევრად უფრო დაუცველს და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, თუმცა ამან ახალი საფრთხეები არ უნდა წარმოშვას სხვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

„არსებობს მხოლოდ ერთი შეზღუდვა: ერთი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფამ არ უნდა შეუქმნას ახალი საფრთხეები მეორე ქვეყანას. ვიმედოვნებთ, რომ ეს პრინციპი, რომელიც არაერთხელ არის გაცხადებული სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებში, იქნება გათვალისწინებული. უკრაინას ნამდვილად აქვს უფლება უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება“,- ამბობს ვლადიმერ პუტინი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩარკვიანი: ემიგრაციაში წამსვლელთა საგანგაშო ციფრია – საქართველო საქართველოდან მიდის
Next post თეა წულუკიანი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე: ჩვენს ერებს შორის მეგობრობა არ დაწყებულა ზელენსკით და არც ზელენსკით დამთავრდება – მთავრობები მიდიან და მოდიან, ხალხები და ხალხებს შორის ურთიერთობა კი რჩება