თეა წულუკიანი: ვაშაძემ, რომელსაც თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს, სხვას როგორ უნდა მიხედოს და მითუმეტეს როგორი გამაერთიანებელი უნდა იყოს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია ჩემთვის

Read Time:1 Minute, 9 Second

ოპოზიციაში ვეღარ ვითვლით იმდენი გადაჯგუფება მომხდარა და ხდება. ვინ ვის გამოუერთდა და ვინ ვის შეუერთა, მე პირადად უკვე ამერია სათვალავი. ოღონდ ამას რიტორიკულად და ნიშნის მოგებით არ ვამბობ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„თუ დღეს ჩამიტარებთ გამოცდას და მკითხავთ, პარლამენტში მყოფი ოპოზიციონერები რომელ პარტიაში არიან, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვეღარც გიპასუხოთ. ეს მორიგი გადაჯგუფება, რომ თითქოს ვაშაძე რაღაცას შეცვლის, რომელსაც თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს, სხვას როგორ უნდა მიხედოს და მითუმეტეს როგორი გამაერთიანებელი უნდა იყოს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია ჩემთვის. მგონი ვერაფერს შეცვლის. სტაბილური ვითარება რომ არ არის ოპოზიციაში, რომ არ არის თანმიმდევრულობა, რომ არ არის არავითარი სიახლე, ეს პირდაპირ აისახება მათ რეიტინგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, არც თუ ისე საიმედო პერსპექტივებზე მომავალი წლის არჩევნებში. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი, ვინაიდან სახელმწიფოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველთვის სჭირდება ქმედითუნარიანი, ძლიერი, რეალურ ოპონირებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც იმავდროულად და უპირველეს ყოვლისა უყვარს თავისი სამშობლო. ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპირო პროცესს. დდაქსაქსული, გაუაზრებელი პოლიტიკის მქონე ოპოზიცია, რომელიც ჩასაფრებულია არა მთავრობის, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. გამოუშვეს კიევიდან ჩვენი ელჩი და ტაშის გრიალი აქვთ, უხარიათ ბოროტად. უკრაინამ წინ უნდა წაიწიოს და ჩვენ უკან უნდა ვიყოთ მაჩანჩალებად და ეს თუ ასეა გაუხარდებათ. ამ დროს, როდესაც ეს ასე არ არის მაინც ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ეს ასეა და მრავალი ის ბოროტება, რომელიც ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ მათ ახარებთ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერანაირ გადაჯგუფებას ვერანაირი პერსპექტივა, ჩემი აზრით ვერ ექნება“, – განმარტა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე: ჩვენს ერებს შორის მეგობრობა არ დაწყებულა ზელენსკით და არც ზელენსკით დამთავრდება – მთავრობები მიდიან და მოდიან, ხალხები და ხალხებს შორის ურთიერთობა კი რჩება
Next post ურსულა ფონ დერ ლაიენმა პუტინს მოუწოდა, გაახანგრძლივოს მარცვლეულის შეთანხმება