ურსულა ფონ დერ ლაიენმა პუტინს მოუწოდა, გაახანგრძლივოს მარცვლეულის შეთანხმება

Read Time:33 Second

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, გაახანგრძლივოს მარცვლეულის შეთანხმება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის შეუსრულებლობა გამოიწვევს გლობალურ სასურსათო დაუცველობას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„მსოფლიოს სჭირდება ეს. რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა, გაახანგრძლივოს იგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გლობალური სასურსათო დაუცველობა იქნება შედეგი. ასე რომ, ახლა ბურთი პრეზიდენტ პუტინის მოედანზეა და მსოფლიო მას უყურებს“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გაახანგრძლივებს მარცვლეულის შეთანხმებას, როდესაც ქვეყნისთვის ადრე მიცემული დაპირებები შესრულდება.

პუტინის თქმით, მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში, დღემდე რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებული არცერთი პუნქტი არ შესრულებულა.

კერძოდ, მან განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირობაა „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან დაკავშირება. ეს, პუტინის თქმით, რუსული პროდუქციის საფასურის გადახდისას ფულის მოძრაობას უკავშირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: ვაშაძემ, რომელსაც თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს, სხვას როგორ უნდა მიხედოს და მითუმეტეს როგორი გამაერთიანებელი უნდა იყოს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია ჩემთვის
Next post ტრაგედია სამეგრელოში – ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც მდინარეში დაიხრჩო