თეა წულუკიანი – არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და გადაიფიქრა, რადგან უცხო ქვეყნის სახელმწიფომ ასე ურჩია, ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვით შეკითხვა

Read Time:46 Second

არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და არ ჩამოვიდა, გადაიფიქრა, გადაწყვეტილება შეცვალა იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფომ მას ასე ურჩია, გთხოვთ, რომ ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვათ შეკითხვა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კერძოდ, მინისტრს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განაცხადებაზე, რომ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა გააფრთხილეს, რომ საზღვრის კვეთისას პრობლემები შეიძლებოდა შექმნილიყო.

„ეს შეკითხვა მე ან ჩემს რომელიმე თანამოქალაქეს არ ეკუთვნის. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი სამძიმარზე და პატივი მიმეგო, ამ (ბუბა კიკაბიძის) დიდი ადამიანისა და კულტურის მოღვაწის ღვაწლის წინაშე მომეხადა ის ვალი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ვალია. სულ ეს შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება დავით არახამიას იმ განცხადებას, რომ „ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ჟურნალისტია და თუ მას გაათავისუფლებენ, პირველი იქნება, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს“, – თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს უპასუხა: „არ ვიცი, რაზე მესაუბრებით, ნიკა გვარამია იხდის კანონიერ სასჯელს და არც შეწყალების უფლებამოსილება ჩემთვის არავის მოუცია“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით არახამია – ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ჟურნალისტია, თუ მას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს
Next post რეპერი „მასტერი“: თუნდაც მართალი იყო, არ ვეთანხმები აგრესიულ ფორმას – მოდი, „მოლოტოვი ვისროლოთ“, სახელმწიფოს გადატრიალების მომხრე არასდროს ვიყავი