დავით არახამია – ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ჟურნალისტია, თუ მას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს

Read Time:56 Second

თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჟურნალისტის ჩასმა ციხეში წარმოუდგენელია. მით უმეტეს, თუკი ქვეყანას აქვს ევროპული ამბიცია. თუკი წახვალთ ბრიუსელში, სტრასბურგში და ახსენებთ ნიკა გვარამიას საქმეს, ევროპელ მაღალჩინოსნებს აღარ უჩნდებათ სურვილი, საქართველოს მთავრობის წევრებს ხელი ჩამოართვან. საქართველოს მთავრობას უნდა, წარმოაჩინოს, თითქოს მათ პატივს სცემენ პარტნიორები, მაგრამ ეს ასე არ არის, როგორც კი სადილზე ან არაფორმალურ ვითარებაში ხვდები ამ ადამიანებს, გაოგნებულები არიან ნიკას ისტორიით“, – განაცხადა დავით არახამიამ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტისგან იყო დაპირება, რომ შეიწყალებდა ნიკა გვარამიას.

„ვფიქრობდით, ის საფრანგეთის მოქალაქეა და იქნებ გადაედგა პროევროპული ნაბიჯი, მაგრამ არა. მოკლედ რომ შევხედოთ და შევაჯამოთ, რა არის ძალიან პრობლემატური – პირველ ადგილზეა აგენტების კანონი, მეორე ადგილზეა ნიკა გვარამიას პატიმრობა. არ შეიძლება, ჟურნალისტი იყოს ციხეში. ეს გაუგონარია“, – აღნიშნა დავით არახამიამ.

კითხვაზე, რა შემთხვევაში დააბრუნებს უკრაინა საქართველოში თავის ელჩს, დავით არახამიამ განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯი გვარამიას გათავისუფლება იქნება.

„პირველი ნაბიჯი იქნება ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ის ჟურნალისტია. და თუკი მას ციხიდან გამოუშვებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა ჩემს პრეზიდენტთან და ვთხოვ, რომ გავუშვათ ელჩი თბილისში“, – განაცხადა არახამიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა: ცრუ პატრიოტიზმი არახამიამ მოუყვეს სოჭელებს, სადაც დაიბადა და გაიზარდა
Next post თეა წულუკიანი – არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და გადაიფიქრა, რადგან უცხო ქვეყნის სახელმწიფომ ასე ურჩია, ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვით შეკითხვა