რეპერი „მასტერი“: თუნდაც მართალი იყო, არ ვეთანხმები აგრესიულ ფორმას – მოდი, „მოლოტოვი ვისროლოთ“, სახელმწიფოს გადატრიალების მომხრე არასდროს ვიყავი

Read Time:1 Minute, 19 Second

მე არ ვეთანხმები ამ ფორმას – მოდი, „მოლოტოვი ვისროლოთ“, თუნდაც მართალი იყო! 18 წელია ამ საქმეში ვარ – იმდენი ბულინგი, ცილისწამება მიმიღია, რომ რამდენჯერაც მართალი ვიყავი, ე.ი. „მოლოტოვის კოქტეილი“ უნდა მესროლა?!, – ამის შესახებ რეპერმა „მასტერი“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

მისივე განმარტებით, იგი აქციებზე ძალადობასა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებას არ ეთანხმება.

„სახელმწიფოს გადატრიალების მომხრე არასდროს ვიყავი, მით უმეტეს სისხლიანისა და აგრესიულის. თან ისე ხდება, რომ შემდეგ ხალხი იჭყლიტება, შემდეგ პოლიტიკოსები ქრებიან. ფაქტი ასეა, ყოველთვის ასე იყო. მათ ნაკაწრი არასდროს აქვთ. ადამიანები რჩებიან თვალის გარეშე, რაც ძალიან რთულია. უბრალოდ, მე არ ვეთანხმები ამ ფორმას – მოდი, „მოლოტოვი ვისროლოთ“, თუნდაც მართალი იყო! 18 წელია ამ საქმეში ვარ – იმდენი ბულინგი, ცილისწამება მიმიღია, რომ რამდენჯერაც მართალი ვიყავი, ე.ი. „მოლოტოვის კოქტეილი“ უნდა მესროლა?! შენ რომ მართალი ხარ, არ გაამართლებს ის, რომ ნებისმიერ ფორმას მიმართო. მოვა არჩევნები, შემოხაზავ, შეიცვლება მთავრობა ან – არა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ესაა დემოკრატია“, – განაცხადა რეპერმა.

მან ასევე სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა ფორმით გამოვლენილ კამპანიაზეც ისაუბრა. კერძოდ, ბულინგსა და შეთხზულ ფეიკ-ისტორიაზე.

მისივე თქმით, ლევან ბერძენიშვილზე სიმღერის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ ფეიკი გავრცელდა.

„დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, რომ რაღაც სქრინები ვრცელდებოდა. ვერ მივხვდი, რაზე საუბრობდა. თურმე, არის ფეიკ, ყალბი პროფილი, ანუ იმ სახელითა და გვარით ადამიანი საერთოდ არ არსებობს. ფოტოები, რომელიც ედო, აღმოჩნდა, რომ ყოფილა უცხოელი ბლოგერის და ედო სქრინი, თითქოს მის დას, 12 წლის გოგოს ვწერდი რაღაც სექსუალურ მესიჯს. სრული ფეიკი იყო. 12 წლისამ, ადრეულ ასაკში ვისწავლე ფოტოშოპი და თავისუფლად შეიძლება ამის გაკეთება. მარტივი რაღაცები იყო გამორჩენილი და ეს კარგია – ტყუილს მოკლე ფეხი აქვს“, – განაცხადა რეპერმა.

მისი თქმით, ცილისწამების გამო მან პოლიციაში განაცხადი უკვე შეიტანა. ზემოთ აღნიშნული პროფილი კი სოცქსელიდან უკვე გამქრალია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და გადაიფიქრა, რადგან უცხო ქვეყნის სახელმწიფომ ასე ურჩია, ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვით შეკითხვა
Next post თამარ ჩიბურდანიძე: ეს მოზარდები 2024 წლისთვის უკვე ამომრჩევლები იქნებიან და გამოდის, რომ IRI რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა მშვიდობიან, თუ რევოლუციურ მობილიზებაში ხარჯავს თანხებს