თბილისში სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე გაიხსნა

Read Time:36 Second

თბილისში სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე გაიხსნა. ბიენალეში მონაწილეობენ პროფესიონალები და სტუდენტები საქართველოდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, კანადიდან, სერბეთიდან, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და უნგრეთიდან.

ბიენალე მოიცავს სამ ძირითად ნაწილს: საერთაშორისო გამოფენას, „Masters’Lab“-ს (ლაბორატორია ოსტატებთან) და სცენოგრაფიის საერთაშორისო სიმპოზიუმს.

საერთაშორისო გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში ორ – პროფესიონალურ და სტუდენტურ სექციად იყოფა.

საქართველო წარმოდგენილია 2019 წელს პრაღის საერთაშორისო კვადრიენალეზე PQ19 წარმოდგენილი ნაციონალური პავილიონის ნაწილით (ქართველი რეჟისორების-დავით დოიაშვილის, დათა თავაძის, ნიკოლოზ საბაშვილის, გურამ მაცხონაშვილის – სცენოგრაფიული ნამუშევრებით).

ბიენალეს საგანმანათლებლო პროგრამის „Masters’ Lab“-ის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ ონლაინლექციებს და მასტერკლასებს თეატრისა და კინოს სცენოგრაფიის, საკურატორო საქმის, ხმის დიზაინის, ვიდეო და მულტიმედია არტის დარგებში. ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის – საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე 28 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები
Next post ვასილ მაღლაფერიძე – ძლივს გამოჩნდა რუკები, რამაც შეიძლება, მდგომარეობა საქართველოს სასარგებლოდ შეცვალოს და რატომ უნდა ცდილობდეს ვინმე, ამ ახლად აღმოჩენილი გარემოების წინასწარვე გაბაიბურებას