თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს

Read Time:30 Second

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გრძელდება.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დღევანდელი სხდომის გადადების თაობაზე ნატალია ილიჩოვას ადვოკატის შუამდგომლობა.

წარმოდგენილი იყო ნატალია ილიჩოვას ერთ-ერთი ადვოკატის – სულხან კომახიძის წერილი, რომლითაც ის პროცესის გადადებას ითხოვდა და განმარტავდა, რომ ნაფიც მსაჯულთა პროცესი აქვს, რის გამოც დღევანდელ სასამართლოში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ ილიჩოვას ჰყავს სხვა ადვოკატიც, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრება და ერთი თვით ადრე ჩანიშნულ პროცესს ვერ გადადებდა.

პროცესის დაწყებამდე ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ ორი წელია, სასამართლო განხილვები ჭიანურდება, რაც შეკითხვებს უჩენს. მისი თქმით, სამართლებრივი საფუძვლები თავიდანვე არ არსებობდა და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და საქართველოს მთავრობა გახდება იმ ჯგუფის აქციონერი, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციას აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომლის მკვლელების ბრიგადები აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს