პრემიერი: წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და საქართველოს მთავრობა გახდება იმ ჯგუფის აქციონერი, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა

Read Time:39 Second

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამდენიმე კვირაში და დღეს მინდა გაცნობოთ, რომ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს უსასყიდლო გარიგებაა.

„ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები. ამის შემდეგ სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის – ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომელიც „ბორჯომს“ და მის თანამშრომლებს ჰქონდათ შექმნილი ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, იქნება მოხსნილი. აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით“, – აღნიშნა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს გაწეული სამუშაოსთვის. ასევე პირობა დადო, რომ „ბორჯომის“ არცერთი თანამშრომელი არ დაიჩაგრება და მათი ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიკა სალაყაია-ცა მეტი იყო იმ დღეს, გული გაუსკდა ცასაც, 13 იყო ის დღე – – არ მავიწყდება ახლაც
Next post თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს