თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი მარშრუტები ემატება

Read Time:34 Second

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ხვალიდან ახალი მარშრუტები ემატება. 12-მეტრიანი ავტობუსები და მიკროავტობუსები კრწანისის რაიონის მოსახლეობას მოემსახურება.

N345 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგ მარშრუტზე: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსი – კ. აფხაზის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – ი. ჭავჭავაძის გამზირი – ბაგებში არსებული სტუდქალაქი; საქალაქო საავტობუსო მარშრუტი N346 გადაადგილდება: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი მე-19 კორპუსიდან – ვარკეთილის მიმართულებით, „ჰუალინგის“ დასახლებამდე.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ქვემო ფონიჭალაში ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ:

საუბნო მარშრუტი N409 მოძრაობას ფონიჭალიდან დაიწყებს და რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსთან დაასრულებს; N410 მიკროავტობუსი გადაადგილდება თავისუფლების ქუჩიდან რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსამდე; საუბნო მარშრუტი N411 მცხეთელის ქუჩიდან რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსამდე იმოძრავებს.

მიკროავტობუსები ძირითადი საქალაქო საავტობუსე ხაზის მკვებავ მარშრუტებს წარმოადგენენ. ისინი მგზავრებს სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
Next post გიორგი კახიანი: ევროსაბჭოს ანგარიში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის ფარგლებში სწორი ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში