გიორგი კახიანი: ევროსაბჭოს ანგარიში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის ფარგლებში სწორი ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში

Read Time:43 Second

ევროსაბჭოს ანგარიში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის წინააღმდეგ ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის ეს ნაბიჯები სწორი იყო პენიტენციურ სისტემაში“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ევროსაბჭოს ანგარიშის კომენტირებისას, რომლის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში კოვიდ-19-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა.

მისი თქმით, ანგარიში რამდენიმე პერიოდს მოიცავს და ცალსახად ჩანს, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა საქართველოში კოვიდის ფონზე მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების მსგავსია.

„ევროსაბჭოს ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯები გადავდგით. ეს ანგარიში მოიცავს რამდენიმე პერიოდს და ყველა ამ ანგარიშში ცალსახად ჩანს, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა საქართველოში კოვიდის ფონზე არის მსგავსი მსოფლიოს წარმატებული ქვეყნებისა, იქ არაერთი სახელმწიფოა დასახელებული. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით კოვიდთან ბრძოლის თვალსაზრისით, მათ შორის ეს ნაბიჯები სწორი იყო პენიტენციურ სისტემაში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი მარშრუტები ემატება
Next post კახა კალაძე: პირობას ვდებ, გულშემატკივარს, რომელიც დაჯარიმდა, პრობლემა არ შეექმნება