პარასკევი, აპრილი 17, 2026

თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიყვანისა და გაყვანის წესები განისაზღვრა

თბილისის ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განაახლებენ მუშაობას.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, რეგულაციების მიხედვით განისაზღვრა საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიყვანისა და დაწესებულებიდან გაყვანის წესი.

ამასთან, ახალი წესის მიხედვით, ბაღებში აღარ გამოიყენება ისეთი სათამაშოები, რომლებიც გარეცხვას ან დეზინფექციას რთულად ექვემდებარება.

„ამ ეტაპზე, ეპიდზედამხედველობის მიერ გვაქვს თანხმობა, რომ ბაღები გავხსნათ. არდადეგების პერიოდში, კერძოდ, სექტემბერის შუა რიცხვებში რვა ბაღში თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამავე თვეში ჯანდაცვის მინისტრის მიერ მიღებულია ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რეგულაციები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ბაღებში.

ჩვენ დავიწყეთ მყისიერად აღსრულება და მომზადება ამ რეგულაციების. შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ რეგულაციებიდან გამომდინარე. როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მეთოდოლოგიური მიმართულებით.

უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რაც ყველაზე აქტუალურია ამ ეტაპზე. ეს გახლავთ ბავშვების მიღებისა და გაყვანის წესი. მშობლებს, როდესაც მოჰყავთ ბავშვები ბაღში, ეზოში ხვდებათ მარკირებები, სტიკერები, სადაც განსაზღვრული არის, სად უნდა დადგეს მშობელი ბავშვთან ერთად. დახატული არის ამ სტიკერზე ან მონიშვნაზე ჯგუფი. ანუ ასაკობრივი ჯგუფი მინიშნებულია ორიდან სამ წლამდე, სამიდან ოთხ წლამდე, ოთხიდან ხუთ წლამდე, ხუთიდან ექვს წლამდე. სწორედ იმ ადგილზე უნდა განთავსდეს მშობელი, სადაც თავისი ბავშვის ასაკი არის განსაზღვული. ამის შემდეგ გამოდის აღმზრდელი შენობიდან ეკიპირებული ხალათით, ხელთათმანით, პირბადით და ბავშვს გამოართმევს მშობელს. შემდეგ უტარდება თერმოსკრინინგი ბავშვს და შეჰყავს შენობაში. საბავშვო ოთახში მას დახვდება აღმზრდელის თანაშემწე, ანუ მეორე თანამშრომელი და იტოვებს ბავშვს. ეს არის მიღების წესი.

არსებობს უკვე ე.წ. ჩეკლისტები, სია, განრიგი, რომლის მიხედვითაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომელ საათზე უნდა მიიყვანოს ბავშვი ბაღში. ანალოგიური არის გაყვანის წესი, წინასწარ განსაზღვრული არის დრო, ამა თუ იმ ჯგუფში მყოფი ბავშვის მშობელმა როდის უნდა გაიყვანოს ბავშვი.

რაც შეეხება საკითხს, როდესაც მშობელს სურს, ადრე გაიყვანოს ბავშვი. ვიმედოვნებ, ასეთი შემთხვევები იქნება ერთეული და მინდა, ვთხოვო მშობლებს, სწორედ ამ კუთხით იზრუნონ, რათა ასეთი შემთხვევები იყოს ერთეული, რადგან ეს თუ მასობრივი იქნება, ძალიან დაარღვევს ყველანაირ წესსა და რეგულაციას. თუმცა განსაკუთრებული შემთხვევის დროს, ათი წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს და შესაძლებელი იქნება ბავშვის გაყვანა.

თუ ბავშვს გამოუვლინდა ტემპერატურა ბაღში მიყვანის დროს, მშობელს ეცნობება, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. ხოლო, თუ დღის განმავლობაში გამოუვლინდა ტემპერატურა, უკვე აღმზრდელს გადაჰყავს ე.წ. დაყოვნების ანუ საიზოლაციო ოთახში ბავშვის ექთანთან, რომელიც ეკიპირებულია. მივმართავთ მშობელს, გონივრულ ვადაში გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ძალიან დაიგვიანებს, მივმართავთ 112- ს და ინდვიდუალური შემთხვევები ცალ-ცალკე განიხილება. ყოველ ორ საათში განიავდება ოთახები, შეიცვალა სათამაშოების გამოყენების წესი. პრაქტიკულად, ამოღებული იქნა სათამაშოები, რომლებიც რთულად ექვემდებარება გარეცხვას ან დეზინფექციას. სადეზინფექციო ხსნარები დაყენდა ყველა ოთახთან. შეიცვალა ჭურჭლის რეცხვის, თეთრეულის გარეცხვის, დისტრიბუციის წესი. სააღმზრდელო პროცესის დროს პირბადეებით იქნებიან თანამშრომლები“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.ისრაელი და ლიბანი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეს,17:00 საათზე დაიწყება. განცხადებაში შეთანხმება აღწერილია, როგორც „ისრაელის მთავრობის კეთილი ნების ჟესტი“.განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარემ ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ დაადასტურა, რომ ისინი „ომში არ არიან“ და მზად არიან აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა, გაგრძელდეს, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისრაელს კვლავ აქვს უფლება, „თავდაცვის მიზნით საჭირო ზომები მიიღოს ნებისმიერ დროს“.„შეთანხმების დაწყებისთანავე, ლიბანის მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა გააძლიეროს კონტროლი შეიარაღებულ ჯგუფებზე, მათ შორის „ჰეზბოლაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, ისრაელმა და ლიბანმა მოითხოვეს, რომ აშშ-მა „გააგრძელოს პირდაპირი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის ყველა დარჩენილი საკითხის გადაჭრის მიზნით“.

ვიქტორ ორბანი – ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ებრძვის.„ცხოვრებაში ბევრი რამ გამიკეთებია. შესაძლოა, ზოგჯერ დავღლილვარ კიდეც, თუმცა ახლა, მარცხის შემდეგ, უცებ უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ თავს. ამ ტკივილმა ჩემში დიდი ენერგია გააღვიძა“,- აღნიშნა ორბანმა.მისი თქმით, ჯერ არ იცის, საიდან მიიღებს მომავალში მოტივაციას.„ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, მოტივაციის, ამბიციის ან შთაგონების მიღებას. ახლა, როგორც გითხარით, დაღლილობას, ტკივილს და სიცარიელეს ვებრძვი“,- განაცხადა ორბანმა.ორბანის თქმით, თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ გუნდს სხვა როლი სჭირდება, მზად არის გვერდით დადგეს, თუმცა თუ კვლავ ლიდერობა დაევალება, ამასაც გააკეთებს.

გია ხუხაშვილი – წარმოუდგენელია, როცა ოპოზიცია ერთმანეთთან ნიშნის მოგებით იწყებს ლაპარაკს – დაოკდით, რად გინდათ სალომე ზურაბიშვილის ბოდიში, 2025 წელს რომ უხსენებ, დღეს გაქვთ...

გაჩერდით, დაოკდით, რა ბოდიშებს ითხოვთ, რად გინდათ სალომე ზურაბიშვილის ბოდიში, როდესაც ხვალ თუ ზეგ განწირული ხართ მასთან თანამშრომლობაზე , - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას, რომელთაც სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც სალომე ზურაბიშვილს 2025 წელს გაკეთებულ განცხადებებს უხსენებენ, ამით ისინი იმ ხიდებს წვავენ, რომელიც აახლოებთ.„ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი პროცესია, როცა ოპოზიცია ერთმანეთთან ნიშნის მოგებით იწყებს ლაპარაკს. ადამიანს აქვს უფლება, რომ შეიცვალოს აზრი. 2005 წელს რომ რაღაც ვთქვი, მთელი ცხოვრება იმის მძევალი უნდა ვიყო? მეც ბევრ რამეს ისე ვფიქრობდი და ახლა სხვანაირად ვფიქრობ. ადამიანი ვითარდება, ვითარებაც იცვლება და მოსაზრებებს და ტაქტიკას ცვლის. ამის წამოძახება რა უბედურებაა, სად ისწავლა ამ ხალხმა პოლიტიკა? თვითდაზიანებას იყენებენ, მეტს არაფერს არ შვრებიან. რაზე სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს პასუხისმგებლობის აღებას? რა ფორმით აიღოს ეს პასუხისმგებლობა, თავზე ნაცარი დაიყაროს, ეს არის მიზანი? ამის დროა ახლა, ბოდიში იხადოს სალომე ზურაბიშვილმა? ბოდიშს რომ მოიხდის სალომე ზურაბიშვილი, ესენი ცხვირს აწევენ, ჩვენ რა მართლები ვიყავითო? სალომე ზურაბიშვილიც ამდენს უპოვის მათ ბიოგრაფიაში ისეთს, რომ წამოაძახებს და ეს უნდა ხელისუფლებას. ამათმა რაღაც განცხადება ნახეს, ახლა ის გახარიას რამე განცხადებას ნახავს 2013 წლისას ან 2014 წლისას და ასე გადის ცხოვრება. გაჩერდით, დაოკდით, რა ბოდიშებს ითხოვთ, რად გინდათ სალომე ზურაბიშვილის ბოდიში, როდესაც ხვალ თუ ზეგ განწირული ხართ მასთან თანამშრომლობაზე. თუ რა ჰგონია გახარიას გუნდს? ექსკლუზიურად ხელისუფლებაში მოვლენ? ყველას გათათხავენ, გალანძღავენ და თვითონ დარჩებიან?თუ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, შენც ამბობ, რომ მივიღოთ მონაწილეობა, დღეს თქვენ გაქვთ შეხების წერტილი. 2025 წელს რომ უხსენებ და ბოდიში მომიხადეო, ფაქტობრივად ამ ხიდებს წვავ. ბოდიშ თუ გინდა მოისმინო, შეხვდი შე კაი ადამიანო, დაელაპარაკე და იქ შეიძლება მოგიხადოს ბოდიში, მაგრამ საჯარო ბოდიშს რომ ითხოვს, რა თამაშია ეს?“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

„წვიმა და ელჭექი, თოვლჭყაპი…“ – ამინდი უარესდება!

17  აპრილს - პარასკევსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით  +3, +8°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით  -3, +2°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +10, +15°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +12, +17°;  მაღალმთაში ღამით -10, -5°,  დღისით +5, +10°.18  აპრილს - შაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, დღის ბოლოს სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით  +5, +10°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით  +13, +18°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2,+7°;  დღისით  +15, +20°, მთაში ღამით  -2, +3°, დღისით +14, +19°;  მაღალმთაში ღამით -5, 0°;  დღისით  +7,+12°.19  აპრილს - კვირას დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით  +5, +10°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით  +7, +12°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5,+10°;  დღისით  +13, +18°, ზოგან +22°-მდე; მთაში ღამით  +2, +7°, დღისით +13, +18°;  მაღალმთაში ღამით -1, +4°;  დღისით  +7,+12°.

დონალდ ტრამპი – უკრაინაში საქმე წინ მიიწევს, ვისურვებდი, რომ მეტად შევძლო ჩართვა, ახლა ჩვენი მთავარი ყურადღება ირანზეა ფოკუსირებული

უკრაინაში საქმე წინ მიიწევს, ახლა ჩვენი ყურადღება ირანზეა ფოკუსირებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, არის თუ არა რაიმე სიახლე უკრაინასთან დაკავშირებით, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ საქმე წინ მიწეევს.„უკრაინაში საქმე წინ მიიწევს. ვისურვებდი, რომ მეტად შევძლო ჩართვა. გულწრფელად რომ ვთქვა, უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ვნახოთ, რა მოხდება. იქ რაღაცები ხდება. ახლა ჩვენი მთავარი ყურადღება ირანზეა ფოკუსირებული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბოლო სიახლეები