თბილისის მე-9 საჯარო სკოლას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა

Read Time:27 Second

თბილისის N9 საჯარო სკოლას ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

ნოდარ ახალკაცი   თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო. გუნდს სათავეში ედგა 1976–1983 და 1985–1986 წლებში. მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი (1978), 2-ჯერ საბჭოთა კავშირის თასი (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასი (1981).

25 იანვარს ნოდარ ახალკაცის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ეს ქუჩა დიღმის მასივში, საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან მდებარეობს. 14 თებერვალს კი, ლაგოდეხ მისი სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში ელექტრომანქანების დატენვა შესაძლოა ფასიანი გახდეს
Next post ზაზა გაბუნია პრემიერის დღევანდელ ინიციატივას მცირემეწარმეობის შესახებ მიესალმება