თბილისში ელექტრომანქანების დატენვა შესაძლოა ფასიანი გახდეს

Read Time:34 Second

დედაქალაქში ელექტრომანქანების დამტენი სადგურების რაოდენობის მზარდი მაჩვენებლის პარალელურად 2019 წლიდან ავტომობილის დატენვა შესაძლოა ფასიანი გახდეს. კომპანია „E-space“-ის აღმასრულებელი დირექტორი სულხან გვალია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ დეტალები წლის ბოლოსთვის დაზუსტდება.

„საქართველოში ელექტრომანქანების დამტენი სადგურების რაოდენობა ყოველწიურად იზრდება, რადგან ამ ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად მზარდია. გახდება თუ არა „ქალაქის დამტენები“ ფასიანი, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ამას ბაზარიც გვკარნახობს. დღეს, კონკურენტი არ გყავს, მოთხოვნა მზარდია, ამიტომ შეიძლება ფასიანიც გახდეს“-აღნიშნა გვალიამ.

მისივე თქმით, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 70 %-ზე მეტი ავტომობილს სახლში ტენის. ამიტომ მომსახურება ფასიანი რომც  გახდეს, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ზარალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე ელექტრომანქანების დამტენი სადგური გასული წლის ზაფხულში დამონტაჯდა. ახალი სერვისით სარგებლობა ნებისმიერ ელექტრომობილის მფლობელს დღემდე უფასოდ შეუძლიათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “მსოფლიო რაგბის” ჩემპიონატზე ბორჯრალოსნების მეტოქეები ცნობილია
Next post თბილისის მე-9 საჯარო სკოლას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა