„თბილისიდან ტაქსისტს 200 დოლარი შევთავაზე რომ წავეყვანე, ხიდს იქით, ტყეში ფეხით ვიარე…“ – ვინ არის კაცი დამეწყრილი შოვიდან, რომლის ფოტოც ვირუსულად გავრცელდა

Read Time:43 Second

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ელგუჯა გუტაშვილის ფოტო, რომელიც სტიქიის მომდევნო დღეებშია გადაღებული.

„თბილისში ვცხოვრობ, ნახალოვკაში. ღამით ძმაკაცები სტუმრად მყავდნენ ბიჭები. შუაღამისას ინტერნეტში ვნახეთ, ასეთი რაღაც ხდებაო, იმათ არ იცოდნენ, რომ აქედან ვიყავი… მეორე დღეს “მარშუტკები” არ მოდიოდნენ, ყველას ეშინოდა. ერთ ტაქსის ვუთხარი არაო, მეორე, მესამე და მეოთხე გავაჩერე და ვუთხარი 200 დოლარს გაძლევ და წამიყვანე-მეთქი. გარისკა და წამოვიდა. ჩამოვედი და ასეთი ამბავი დამხვდა. ამოვედი საღამოსკენ, არ მისული შოვის ხიდთან, მანქანით არ მიგვიშვეს, ფეხით წავედი. ტყე-ტყე ვიარე, ტყის თავს ვეძახით, სათიბია, ერთი ადამიანის ნაკვალევი ვიპოვე, არ ვიცი, ვისი იყო, მეთქი ხომ არავისია… კინაღამ ტყის თავამდე ავედი… იქ რაღაც მეწყერივით იყო, დამიცურდა ფეხი და ჩავვარდი დაბლა, როგორც იქნა ამოვფოფხდი და გადმოვედი და ფეხით ჩამოვედი… გლოლის ბოლოში ვცხოვრობ, ვცხოვრობ რა, ბებიაჩემს და ბაბუაჩემს აქვთ სახლი…

გელა არის ბიძაშვილი, ორი ბავშვი ჰყავს დაკარგული… გელასთან რომ მივედი, რას შვრები გუჯა როგორ ხარო… აქეთ მამშვიდებდა”, – ამბობს ელგუჯა გუტაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
100 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქართველიშვილი: 9 წელიწადი ჩვენს საძინებელ ოთახებში რომ „იჭყიტებოდნენ“ და ეკლესიებს რომ ანგრევდნენ, ისინი დღეს უკვე ბარძიმებში და მიცვალებულთა სასახლეებში იხედებიან – ვინ როგორ ეზიარება, ვის რატომ უგებენ წესს
Next post მარიტა გუტაშვილი, რომლის ოჯახის 9 წევრიც სტიქიას ემსხვერპლა-ჩვენთან სახლში, შოვში, თეთრი მტრედი დაფრინავს… – რას წერს მარიტა გუტაშვილი