დავით ქართველიშვილი: 9 წელიწადი ჩვენს საძინებელ ოთახებში რომ „იჭყიტებოდნენ“ და ეკლესიებს რომ ანგრევდნენ, ისინი დღეს უკვე ბარძიმებში და მიცვალებულთა სასახლეებში იხედებიან – ვინ როგორ ეზიარება, ვის რატომ უგებენ წესს

Read Time:55 Second

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გიგი უგულავას პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ის პირები, რომლებიც მანამდე სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ფლობდნენ და ეკლესიებს ანგრევდნენ, დღეს ბარძიმებშიც იხედებიან და ცდილობენ ამ მხრივ გააკონტროლონ, ვინ რას აკეთებს.

„ესენი ხომ გახსოვთ? 9 წელიწადი ჩვენს საძინებელ ოთახებში რომ „იჭყიტებოდნენ“ და პარალელურად, თბილისსა და ბათუმში ეკლესიებს რომ ანგრევდნენ. დღეს კიდევ უკრაინაში დატოვებული თავისი „მედესანტეების“ ხელით მართლმადიდებელ მიტროპოლიტებს რომ იჭერენ, ეკლესიებს აფეთქებენ, საუკუნოვანი სიწმინდეები რომ გააქვთ ევროპაში – აი, ესენი გველაპარაკებიან „მაღალ მატერიებზე“…

დღეს უკვე არა საძინებლებში, არამედ ბარძიმებში იჭყიტებიან, იხედებიან მიცვალებულთა სასახლეებში – ვინ როგორ ეზიარება, ვის რატომ უგებენ წესს. „კვეთებულის“ ლოცვა კი არა, ქართულ კაცთმოყვარე ეკლესიას ანათემაზეც კი არ გადაუცია არავინ. არადა, რამდენი იმსახურებს ამას სულიწმიდის ღიად გმობის გამო. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და მომიტევეთ. სატანისტური დახურული ჯგუფების აქტიური წევრები და ყოფილი „სტიქაროსნები“ ადამიანების ცხოვრების საკრალურ სფეროებშიც ძვრებიან უკვე და საეკლესიო საიდუმლოებები საქილიკოდ აღარ ჰყოფნით“, – წერს ქართველიშვილი.

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ფოტოს აზიარებს, სადაც ასახულია, თუ როგორ ეზიარებიან შოვში კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე და წერს: „ეჰ! სადაა პატრონი, თორემ ამათ ზიარება კი არა, კვეთებულის ლოცვა მოუხდებოდათ. პ.ს. კვეთებული – ეშმაკის განსადევნი ლოცვა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამ კაცმა ყველაზე კარგად იცის რას ნიშნავს ოჯახის წევრის დაკარგვა…ამ თვალებში რაც ახლა ფოტოზე ჩანს იმაზე დიდი ტკივილია ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია
Next post „თბილისიდან ტაქსისტს 200 დოლარი შევთავაზე რომ წავეყვანე, ხიდს იქით, ტყეში ფეხით ვიარე…“ – ვინ არის კაცი დამეწყრილი შოვიდან, რომლის ფოტოც ვირუსულად გავრცელდა