თამარ ჩიბურდანიძე: „ხალხის ძალის“ ახალი კანონპროექტი, სხვა ქვეყნის აგენტებთან ერთად, რუსეთის აგენტებსაც გამოავლენს, ამიტომაც ღელავენ ოპოზიციაში

Read Time:1 Minute, 2 Second

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის მხრიდან ახალ კანონპროექტზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო დასავლეთის კურსით მიდის და იქ მოქმედი ყველა წარმატებული კანონის ანალოგია უნდა შეიქმნას ქვეყანაში.

„ჩვენი პოლიტიკური განაცხადი დასავლური კურსია და ვალდებული ვართ, იქ მოქმედი ყველა ყველა წარმატებული კანონის ანალოგია შევმქნათ ქვეყანაში. კონკრეტული კანონპროექტი ამერიკის სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და თუკი გვსურს ჩვენი სხელმწიფოს უსაფრთხოებაც დაცული იყოს ამ მხრივ, მაშინ უნდა მივბაძოთ. ვერ გავიგე ჩვენი ოპოზიციის, როდესაც სჭირდებათ, ამერიკის არიან და როცა ჭირდებათ – რუსეთის? მოკლედ, ქართული ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაიხლართა დროსა და სივრცეში და გამოსავლის საპოვნელად, ისევ ბიძინა ივანიშვილს მიადგნენ, თურმე ეს კანონპროექტი არა „ხალხის ძალის“, არამედ ბიძინა ივანიშვილის იდეა ყოფილა. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამით მის პოპულარიზაციას ეწევიან? რაც შეეხება კონკრეტულ კამონპროექტს, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მითუმეტეს დღეს, როდესაც ქვეყანა დიდი ყურადღების ქვეშ ხვდება ყველა წამყვანი სახელმწიფოსგან. ხვალ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში სხვა ქვეყნების დაფინანსების შემოდინება და რა ვქნათ მაშინ, ვის მოვთხოვოთ პასუხი, ოპოზიციას თუ ხელისუფლებას, რომელიც ვალდებული იყო ეს ზომები მიეღო? წარმოუდგენელია, ამდენი არ ესმოდეთ, უბრალოდ, თემას იყენებენ ხალხში პანიკის ასაწევად, თითქოს ჩვენი მოძრაობა დემოკრატიას საფრთხეს უქმნის ქვეყანაში. არადა, პირიქით, სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოების სტანდარტებს ვამკვიდრებთ საქართველოში. ოპოზიციას კი რეალურად იმის ეშინია, რომ ახალი კანონპროექტი სხვა ქვეყნის აგენტებთან ერთად, რუსეთის აგენტებსაც გამოავლენს, ამიტომაც ღელავენ“, – აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: ყველა მოქალაქემ უნდა ვიცოდეთ ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა მიზნები აქვს, ჩვენს კანონპროექტში აკრძალვაზე და ვინმეს შეზღუდვაზე საუბარი არ არის
Next post იაგო ხვიჩია – სახალხო დამცველის არჩევა თუ უნდოდათ, იქ ვიყავით ყველანაირი გემოვნების ხალხი, მეც, „ენჯეოშნიკებიც“, იურისტებიც, მონაწილეობას აღარ ვაპირებ, „გირჩი“ ჯერ პროცესს დააკვირდება