იაგო ხვიჩია – სახალხო დამცველის არჩევა თუ უნდოდათ, იქ ვიყავით ყველანაირი გემოვნების ხალხი, მეც, „ენჯეოშნიკებიც“, იურისტებიც, მონაწილეობას აღარ ვაპირებ, „გირჩი“ ჯერ პროცესს დააკვირდება

Read Time:25 Second

„გირჩის“ წევრი, სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩი“ სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ინტერესით დააკვირდება.

ხვიჩიას თქმით, წარდგენილი კანდიდატებიდან ვერავინ აირჩიეს და საინტერესოა, პოლიტიკური ძალები დეპუტატებს ახლა განსხვავებულს რას შესთავაზებენ.

„სახალხო დამცველის არჩევის პროცესს საერთოდ ვერ ვხედავ. თუ არჩევა უნდოდათ, იქ არ ვიყავით, ყველანაირი გემოვნების ხალხი ვიყავით, მეც ვიყავი, „ენჯეოშნიკებიც“, იურისტებიც. სინამდვილეში, „ქოც-ნაცურმა“ დაპირისპირებამ იმარჯვა და ვერავინ ავირჩიეთ. ამიტომ ჯერ ინტერესით დავაკვირდები, პოლიტიკური ძალები ახლა რას შემოგვთავაზებენ განსხვავებულს. მონაწილეობას აღარ ვაპირებ, „გირჩი“ ჯერ პროცესს დააკვირდება“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე: „ხალხის ძალის“ ახალი კანონპროექტი, სხვა ქვეყნის აგენტებთან ერთად, რუსეთის აგენტებსაც გამოავლენს, ამიტომაც ღელავენ ოპოზიციაში
Next post რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა