მიხეილ ყაველაშვილი: ყველა მოქალაქემ უნდა ვიცოდეთ ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა მიზნები აქვს, ჩვენს კანონპროექტში აკრძალვაზე და ვინმეს შეზღუდვაზე საუბარი არ არის

Read Time:59 Second

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ნებისმიერი ორგანიზაციის, რომელიც ჩვენ სივრცეში მოქმედებს, დაფინანსების შესახებ, საიდან ფინანსდება და რა მიზნები აქვს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ყველა ორგანიზაცია მით უმეტეს არასამთავრობოები, რომლებიც ფინანსდებიან სხვა ქვეყნის ძალების მიერ, უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო.

„პროცესი, რომელიც დემოკრატიასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და თავად არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, ყველას სთხოვდნენ გამჭვირვალე დეკლარაციები ჰქონოდათ, სადაც უზრუნველყოფილია მაგალითად პარლამენტარის, აღმასრულებელი ხელისუფლების თუ საჯარო მოხელის ფინანსები, საიდან ფინანსდება და რა ფინანსები აქვს. იყო რამდენიმე მიმართვა და მათი დაფინანსების გამჭვირვალობა დახურული იყო. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ეს ადამიანები გაცდნენ თავის უფლებამოსილებას რიგ შემთხვევაში და დაიწყეს პოლიტიკური განცხადებები და ხელისუფლების გადაყენებაზე საუბარი, ბევრი ეჭვები და მიზეზები არსებობდა. თუმცა ჩვენ ავიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის და ავსტრალიის პრაქტიკა ავიღეთ. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ სივრცეში მოქმედებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მისი დაფინანსების შესახებ, საიდან ფინანსდება და რა მიზნები აქვს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითისთვის, ვალდებულება ჰქონდა აკერმან ჯგუფს, ამერიკის საგადასახადო სისტემა მას ავალდებულებდა, რომ გაემჟღავნებინა დაფინანსების წყარო, ანალოგიური შემთხვევები შეიძლება, საქართველოშიც არსებობდეს. გამჭვირვალობის პროცესია, რომ ყველა მოქალაქემ ვიცოდეთ ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა მიზნები აქვს. აქ აკრძალვაზე და ვინმეს შეზღუდვაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქსტატი – 2022 წელს ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები 10.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა
Next post თამარ ჩიბურდანიძე: „ხალხის ძალის“ ახალი კანონპროექტი, სხვა ქვეყნის აგენტებთან ერთად, რუსეთის აგენტებსაც გამოავლენს, ამიტომაც ღელავენ ოპოზიციაში