თამარ ჩარკვიანი: 5-კაციანი „ხალხის ძალა” არ არსებობს – ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული, ბრძოლისთვის ვართ განწყობილები

Read Time:36 Second

ყაველაშვილის და ხუნდაძის ხალხის ძალა არ ვიცი. 5-კაციანი “ხალხის ძალა” არ არსებობს. ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული, ბრძოლისთვის ვართ განწყობილები, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ყველა შევჯერდით, რომ უნდა ვიბრძოლოთ. არდათმობას ვაპირებთ. ხალხის ძალა არის ის მრავალათასიანი გამოსვლები, რომელიც ზაფხულში გამოვიდა, ხალხის ძალაა, ის მრავალათასიანი მედასავლეთეების გამოსვლა, რომელიც ერთი კვირის წინ გამოვიდა. ხალხის ძალაა ის, ვინც რეფერენდუმი ჩაატარა და კურსი აირჩია. ყაველაშვილის და ხუნდაძის ხალხის ძალა არ ვიცი. 5-კაციანი ხალხის ძალა არ არსებობს. ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული ერთ “მესიჯზე”, ბრძოლისთვის ვართ განწყობილები… მე ცუდი სიტყვების თქმა არ შემიძლია, ეს არ არის ჩემი ფორმატი, ეს ყაველაშვილის თემაა. რაც შესული ვართ პარლამენტში, მხოლოდ მისი თანხმოვნები გვესმის“, – აღნიშნა თამარ ჩარკვიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის გამარჯვებულია
Next post მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: რაც სჭირდებათ, რაღაც დავალებებს იღებენ. აგერ, ბოლო დღეების მაგალითმაც ხომ გვაჩვენა?! ამერიკულის თარგმანზე ეუბნებიან, უნდა თქვათ, რომ ეს არის რუსული