ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის გამარჯვებულია

Read Time:32 Second

ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა უზბეკეთში კიდევ ერთი მედალი მოიპოვა.

ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ხუთი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ქართველმა ფინალში ჯერ – ვაზარით, ხოლო შემდეგ შებოჭვით ავსტრიელი ფარა დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

რამდენიმე წუთში მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი მესამე ადგილისთვის თურქ ოზთურქს შეხვდება. ფინალურ ბლოკში ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გელა ზაალიშვილიც (+100).

გრანდ სლემზე დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ძიუდოისტი – ონისე სანებლიძე (100 კგ) და უშანგი მარგიანი (90 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა ნაცვლიშვილი – საქართველოში უნდა გაიშალოს ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, ეს არის ერთადერთი, რასაც შეუძლია, შეაჩეროს მეორედ გასაბჭოება
Next post თამარ ჩარკვიანი: 5-კაციანი „ხალხის ძალა” არ არსებობს – ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული, ბრძოლისთვის ვართ განწყობილები