მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: რაც სჭირდებათ, რაღაც დავალებებს იღებენ. აგერ, ბოლო დღეების მაგალითმაც ხომ გვაჩვენა?! ამერიკულის თარგმანზე ეუბნებიან, უნდა თქვათ, რომ ეს არის რუსული

Read Time:56 Second

ახლა ჩვენ გაგვიკვირდება ის, რომ – აბა, ხელი მოაწერეთ ახლა მაგას, რომ დაავალებდნენ, არ მოაწერდნენ? უი, ეს ჩემი ქვეყნისთვის ცუდია და რუსულ საქმეს ვაკეთებო?, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ აგვისტოს ომის გამოძიების საქმეზე საუბრისას განუცხადა.

იგი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ქართულ ოცნებას“ 2008 წლის ომის მონაწილე სამხედროების დასჯა სურს.

„რეზოლუციას ვახსენებთ თუ არა – ფიქრობენ, ვაიმე მხარს ხომ არ უჭერენ; ვაიმე, ხომ არ დავიღუპეთ; ვაიმე, ის კომისია კიდევ ხომ არ იქნება, რეზოლუციაზე უნდა დაგვისვან შეკითხვები და გამოაგდეს ის, თავისი სასაცილო ადამიანი და ჩვენი ჯარისკაცების დაჭრას აპირებენო.

რა ჯარისკაცების დაჭრაზე ლაპარაკობ, თუ არ იგონებ და კომპლექსი თუ არ გაქვს?! შენ იჭერდი ჯარისკაცებს, შენი ხელმოწერით იჭერდნენ ჯარისკაცებს, რომ არა „ქართული ოცნების“ ასეთი, ჩაჭიდებული ბოლომდე მუშაობა ჰააგის სასამართლოსთან.

რაც სჭირდებათ, რაღაც დავალებებს იღებენ. აგერ, ბოლო დღეების მაგალითმაც ხომ გვაჩვენა?! ამერიკულის თარგმანზე ეუბნებიან, უნდა თქვათ ახლა, რომ ეს არის რუსული და რამდენიმე ასეული ადამიანი ასე, სინქრონში, თუთიყუშებივით იმეორებს: რუსული კანონი, რუსული კანონი, რუსული კანონი – ამერიკულის თარგმანზე. მეტი რა უნდა მოხდეს.

ჩვენ ახლა გაგვიკვირდება ის, რომ – აბა, ხელი მოაწერეთ მაგას, რომ დაავალებდნენ, არ მოაწერდნენ? – უი, ეს ჩემი ქვეყნისთვის ცუდია და რუსულ საქმეს ვაკეთებო?“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩარკვიანი: 5-კაციანი „ხალხის ძალა” არ არსებობს – ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული, ბრძოლისთვის ვართ განწყობილები
Next post მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი ერი მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით, ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც, ილია მეორის მეთაურობით, ჩვენი ეკლესია ერთგულია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა