თამარ გაბუნია: ჩვენ უკვე შევედით პიკის ფაზაში, რომელიც დაახლოებით შემდგომი 10 დღე გაგრძელდება

Read Time:26 Second

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზების მიხედვით, ჩვენ უკვე შევედით პიკის ფაზაში, რომელიც დაახლოებით შემდგომი 10 დღე გაგრძელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით ამ ეტაპზე ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება.

“დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რამე აკრძალვის შემოღება არ არის გათვალისწინებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომდევნო ეტაპებზე. პროგნოზულად ჩვენ ახლა პიკის ფაზაში ვართ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზების მიხედვით, ჩვენ უკვე შევედით პიკის ფაზაში, რომელიც დაახლოებით შემდგომი 10 დღე გაგრძელდება”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელი იყო
Next post თამარ გაბუნია: უნდა დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით, ეს არის ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების გეგმა