თამარ გაბუნია: უნდა დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით, ეს არის ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების გეგმა

Read Time:1 Minute, 5 Second

ჩვენს გეგმაშია, რომ კიდევ მეტი ადმინისტრირების ადგილი გაჩნდეს, ანუ, ვაქცინაციის ცენტრები როგორც დიდ ქალაქებში, ისე რაიონულ ცენტრებში და უნდა დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით, ეს არის ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჯერჯერობით მოქალაქეების აქტივობა საკმაოდ მაღალია.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო კამპანია, რა თქმა უნდა, დაწყებულია და მიმდინარეობს. მუშაობა მიდის, როგორც ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე ინდივიდუალურად, მაღალი რისკის ჯგუფებთან. ესენციური ჯგუფებისთვის არის სპეციალური ვაქცინაციის რეჟიმი შექმნილი, იმიტომ, რომ მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ვაქცინაციაზე. აქ ვგულისხმობ სამედიცინო პერსონალს, შს სამინისტროს, პენიტენციურ სამსახურს, თავდაცვის სამინისტროს. რა თქმა უნდა, მეტი აქტივობაა საჭირო და ამ შემთხვევაში მხოლოდ საინფორმაციო კამპანია არ არის საკმარისი. ყველაზე უკეთესად მუშაობს საკუთარი მაგალითის გაზიარება და ასევე იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩართულია ამ პროცესში, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ეს კამპანიური სახით აქამდეც მიმდინარეობდა და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. დღეს სამივე კომპონენტი, რომელიც ვაქცინაციისთვის გვჭირდება, ადგილზეა. ეს არის ვაქცინების საკმარისი დოზები, სამედიცინო დაწესებულებები მობილიზებულია და ემატება ყოველდღიურად და ასევე მოქალაქეების აქტიურობა. ჯერჯერობით მოქალაქეების აქტივობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ჩვენს გეგმაშია, რომ კიდევ მეტი ადმინისტრირების ადგილი გაჩნდეს, ანუ, ვაქცინაციის ცენტრები როგორც დიდ ქალაქებში, ისე რაიონულ ცენტრებში. უნდა დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით, ეს არის ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების გეგმა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: ჩვენ უკვე შევედით პიკის ფაზაში, რომელიც დაახლოებით შემდგომი 10 დღე გაგრძელდება
Next post პაატა იმნაძე: ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ შვედები არ ვართ