პაატა იმნაძე: ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ შვედები არ ვართ

Read Time:28 Second

ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ, რომ სამწუხაროდ შვედები არ ვართ – არის ხალხი, რომელსაც შეზღუდვა პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან თავად იცავს ამ წესებს. შვედისთვის 2 კი არა, 3-მეტრიანი დისტანცია ნორმაა, ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან, ჩვენთვის სამწუხაროდ ეს ნორმა არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი და ეს არის ვაქცინაცია.

„აცრა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. მთავარი ახლა არის, რომ არ დაიღუპოს ადამიანი და სამედიცინო სექტორმა შეძლოს გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: უნდა დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით, ეს არის ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების გეგმა
Next post გიორგი ვაშაძე – განსხვავებული საარჩევნო კამპანია გვექნება, აუცილებელია ხალხთან მეტი კონტაქტი