ამირან გამყრელიძე: გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელი იყო

Read Time:37 Second

„გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელი იყო. მეორე მხრივ, ასევე, გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებელი. ესაა 0.3% ორჯერადად აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ორჯერადად აცრილ ადამიანებში, გარდაცვალების ალბათობა 15-ჯერ ნაკლებია.

„სრულად აცრილებში, დაახლოებით 15-ჯერადი განსხვავებაა. ანუ, აცრა 15 ჯერადობით იცავს; 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და კოვიდი დაემართება, შეიძლება, დაიღუპოს ერთი, მაშინ, როცა 1000 ინფიცირებულში დაღუპვის ალბათობა 15-ია. 15-ჯერადი განსხვავებაა. ამიტომ, აცრის დაცვას ძალიან სერიოზული საფუძველი აქვს. კიდევ ერთხელ, მოწოდებაა, რომ აცრები ჩვენს მოსახლეობას დაიცავს“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, სრულად აცრილია 165 ათასი ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5.8%-ს შეადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,99%-ია
Next post თამარ გაბუნია: ჩვენ უკვე შევედით პიკის ფაზაში, რომელიც დაახლოებით შემდგომი 10 დღე გაგრძელდება