თამარ გაბუნია ონკოპაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობაზე: სახელმწიფო უცხოეთის 40-მდე კლინიკასთან თანამშრომლობს, სადაც მომსახურების ხარისხი და ფასი მისაღებია

Read Time:47 Second

ონკოპაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის ინიციატივა ამოქმედდა. გვქონდა კონსულტაცია რამდენიმე სამთავრობო უწყებასთან სხვადასხვა ქვეყნებში: გერმანიასთან, თურქეთთან. სამთავრობო დონეზე ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება ამ მიზნებისთვის მიზანშეწონილად მოპირდაპირე მხარეებმა არ ჩათვალეს, თუმცა შემდეგ მოლაპარაკება გადავიდა კონკრეტული კლინიკების დონეზე“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს უკვე აქვს რეფერალური პროგრამის ფარგლებში ძირითადად ეფექტური თანამშრომლობა რამდენიმე შერჩეულ კლინიკასთან. „გვაქვს იმის საშუალება, რომ შეღავათიან ფასად ვცადოთ პაციენტისთვის სერვისის პაკეტის შესყიდვა. ამ სერვისს სახელმწიფო ონკოპაციენტებისთვის ყიდულობს, ვინაიდან დღეს ქვეყანაში ამ მომსახურების მიღების ტექნოლოგიური შესაძლებლობა ჯერჯერობით არ გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება ამ კონკრეტული თემის გადაწყვეტაზე ვერ შედგა, რადგან ეს თითოეულ ქვეყანაში უკავშირდება უფრო კერძო მიმწოდებლების ინტერესებს.„ამდენად სახელმწიფო აქ აქტიურად ვერ ერევა, თუმცა ინდივიდუალურ კლინიკებთან მოლაპარაკება რა თქმა უნდა შესაძლებელია და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ასეთი კლინიკა ბევრია, დაახლოებით 30-40 ასეთი კლინიკაა სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის სანდო მომწოდებელია, რადგან ხარისხი და ფასი მისაღებია. როდესაც განვიხილავთ მიმართვის საკითხს, გვაქვს პრიორიტეტული კლინიკების სია, ვისთანაც სახელმწიფო პროგრამა თანამშრომლობს“, – აღნიშნა გაბუნიამ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, „ქართული ოცნების“ მსგავსად, თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში
Next post ნინო წილოსანი: ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო და იქნება ჩვენი პრიორიტეტი