ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, „ქართული ოცნების“ მსგავსად, თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში

Read Time:53 Second

დღეს ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ამოცანის განხორციელებას ხელს შეუწყობს მმართველი გუნდის მიერ რეფორმირებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად თვისებრივად განახლდა და დაიხვეწა.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას უკვე რამდენიმე კვირაა წარმართავს. ყველა თვალნათლივ ხედავს, რომ ჩვენი პარტია აგიტაციას აწარმოებს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენი ლიდერები, კანდიდატები და აქტივისტები ამომრჩევლებს ქალაქებსა და სოფლებში ესაუბრებიან იმაზე, თუ როგორ ხედავენ რეგიონებისა და მთლიანად, ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას. როგორც ხედავთ, კამპანია წარიმართება სრულიად მშვიდ გარემოში.

მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნების“ მსგავსად, თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნვეყოფაში.

„ქართულ ოცნებას“ აქვს სტაბილურად მაღალი და ამასთან, მზარდი საარჩევნო რეიტინგი, რაც გვაძლევს მტკიცე მოლოდინის საფუძველს, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს ჩვენი პარტია კიდევ ერთხელ მიიღებს ძლიერ ნდობის მანდატს და შექმნის მყარ უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში.
„ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება არის აუცილებელი პირობა საქართველოს შემდგომი წინსვლისა და წარმატებისთვის“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილის ნატურაა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ, 8 წლის თავზე გაახსენდა მას ის მძიმე დანაშაულებები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ
Next post თამარ გაბუნია ონკოპაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობაზე: სახელმწიფო უცხოეთის 40-მდე კლინიკასთან თანამშრომლობს, სადაც მომსახურების ხარისხი და ფასი მისაღებია