თამარ გაბუნია: აცრა სავალდებულო ვერანაირი პირობით ვერ იქნება, თუმცა, ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბიზნესგარემოში გარკვეული მოთხოვნები შეიძლება, დაწესდეს

Read Time:54 Second

მინდა, კარგად ავხსნათ, რას შეიძლება ნიშნავდეს გარკვეული მოთხოვნების დაყენება აცრის ვალდებულებასთან მიმართებით. აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია – სავალდებულო სამედიცინო ინტერვენცია ვერანაირი პირობით ვერ იქნება. თუმცა, მოთხოვნები შეიძლება, დაწესდეს ბიზნესგარემოში გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა შესაძლოა, ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბიზნესგარემოში დაწესდეს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც არჩევანის შესაძლებლობას მოიცავს.

„შესაძლოა, ბიზნესგარემოში მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული, ასევე გადატანილი მდგომარეობა. ეს სამი პირობაა და ამ პირობიდან არჩევანის გაკეთება არის მნიშვნელოვანი. ბიზნესგარემოში შეიძლება, ეს მოთხოვნები დავაწესოთ, რაც თავის თავში მოიცავს არჩევანისა და თავისუფალი გადაწყვეტილების უფლებას, თუ რა სამედიცინო ჩარევას ჩავიტარებ მე – იქნება ეს ვაქცინაცია, ტესტირება, თუ თუნდაც, პირბადის გამოყენება.

ცალსახაა ის, რომ ადამიანს უფლება აქვს, თავად მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სამედიცინო ინტერვენციის შესახებ. მეორე მხარეა, რა გარემოში რა მოთხოვნებს დავაყენებთ ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებით. ეს მოთხოვნები აუცილებლად თავის თავში უნდა მოიცავდეს არჩევანის უფლებასა და შესაძლებლობას. კერძო სექტორი იქნება, თუ გარკვეულ სახელმწიფო უწყებებში, ჩვენ, რაღაც ეტაპზე, დავაყენებთ იმ მოთხოვნას, რაც დღესაც კეთდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
Next post რატი იონათამიშვილი: უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური გავლენა დაკარგული აქვს