რატი იონათამიშვილი: უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური გავლენა დაკარგული აქვს

Read Time:45 Second

უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური გავლენა დაკარგული აქვს, ვინაიდან ის საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთ მასშტაბურ დამნაშავედ, არამედ ზოგადად კარიკატურულ პერსონაჟად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი წინასაარჩევნოდ ცდილობდა წარმატებისთვის მიეღწია საერთაშორისო ფლანგზე.

„ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ის ცდილობდა, გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია საერთაშორისო ფლანგზე. ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტში როდესაც იმყოფებოდა, მას პირდაპირ მოუწოდეს, რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში და არ შეეტანა დამატებით ესკალაცია წინასაარჩევნო პროცესში. ეს იყო გაფრთხილება და ფაქტი, რომ მისი ეს საერთაშორისო ვოიაჟი თავის დროზე კრახით დასრულდა. დღეს უკვე ამ შეფასებებში ჩვენ ზუსტად გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი მაშინ ცდილობდნენ ეს კრახი სხვანაირად წარმოეჩინათ, მაგრამ დღეს უკვე დადასტურებულად უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის არის ადამიანი, რომელიც მოწადინებულია დამატებითი ესკალაცია, არეულობა და დესტაბილიზაცია შეიტანოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც არც გამოსდიოდა და არც გამოუვა არასდროს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: აცრა სავალდებულო ვერანაირი პირობით ვერ იქნება, თუმცა, ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბიზნესგარემოში გარკვეული მოთხოვნები შეიძლება, დაწესდეს
Next post კახა კუჭავა: ზელენსკისთან შეხვედრაზე სააკაშვილის შესახებ არ გვისაუბრია