რატი ბრეგაძე ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ახალ
ეტაპზე გადადის. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, მობილური აპლიკაცია
„JustApp“ და იუსტიციის სამინისტროს კიდევ არაერთი ინოვაციური პროექტი იყო მთავარი
განსახილველი საკითხი რატი ბრეგაძესა და ისრაელის შს მინისტრ აიალეტ შაკედს შორის
გამართულ შეხვედრაზე.
მოგვიანებით ისრაელის შს მინისტრმა რატი ბრეგაძეს მოსახლეობისა და იმიგრაციის
სამსახურის ოფისი დაათვალიერებინა. იუსტიციის სახლის მსგავსად, სამსახური სახელმწიფო
სერვისებს გასცემს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისრაელის მოსახლეობისა და
იმიგრაციის სამსახურის ფუნქციების გაცნობის შემდეგ აიალეტ შაკედს იუსტიციის სახლებისა
და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია გააცნო; ისაუბრეს სერვისების მიწოდების
ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის, ახალდანერგილ
ინოვაციურ პროექტზე „მობილური იუსტიციის სახლი“.
შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სერვისების ხელმისაწვდომობის სფეროში
გამოცდილების გაზიარების კუთხით მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ
საქართველოსა და ისრაელს შორის საერთო ინტერესების სფეროებში არსებული მჭიდრო
პარტნიორობა მომავლში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.
ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე რატი ბრეგაძეს ისრაელის იუსტიციის
მინისტრმა გიდეონ საარმა უმასპინძლა. მხარეებმა ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის
სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი
სერვისების ხელმისაწვდომობის, ეფექტური მმართველობის, თანამშრომლების
კომპეტენციების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი
თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
დღესვე რატი ბრეგაძე ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ომერ ბარლევსაც
შეხვდება, სადაც გაიმართება პრეზენტაცია ციხეების ელექტრონული დაცვის სისტემების
შესახებ.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ხვალ იერუსალიმის
პატრიარქს და დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...