თაკო ჩარკვიანი: ვიწყებ კამპანიას – ” შეიწყალე”!

Read Time:45 Second

მე – 10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი, მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, კამპანიას იწყებს.

მე თამარ ჩარკვიანი ვიწყებ კამპანიას: ” შეიწყალე”!✌️ ველი გამოხმაურებას!!!! – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი 3 ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და №12 რუსთავის ციხეში შეასახლეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ურსულა ფონ დერ ლაიენი-ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს
Next post ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა რუსეთის საიდუმლო სამსახურის ვებგვერდი გათიშა