ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის ნომინანტთა შორისაა – „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნული კავშირი (UNFP) ავრცელებს.
ორგანიზაციამ დაასახელა ხუთი მოთამაშე, რომლებიც ლიგა 2-ის ჯილდოსთვის იბრძოლებს. ზურიკო დავითაშვილის (სენტ-ეტიენი) გარდა, ნომინირებულები არიან: მარტინ ადელინი (ტრუა), ენცო ბარდელი (დუნკერკი), ტაუფიკ ბენტაიები (ტრუა) და ჯოვანი ვერსინი (პაუ).
დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 13 გოლი გაიტაბა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, გამარჯვებული 11 მაისს პროფკავშირის დაგეგმილ ცერემონიაზე გამოვლინდება.

