პარასკევი, მაისი 22, 2026

შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და როგორმე თავად ისაუბრებს

ბრიუსელს ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა – არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს, ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით, ევროკავშირის სახელით საუბარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პეტერ ფიშერს ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში და არა ბერლინში.

„არ ვიცი, ბატონ პიტერს რა წარმოდგენა აქვს, თუ ჰგონია, რომ ბერლინია ევროკავშირი, ევროპის დედაქალაქი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდან არის. ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში. ბრიუსელს ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა – არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით, ევროკავშირის სახელით საუბარს. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არათუ ამ ურთიერთობას აფუჭებს გერმანიასთან, შედის სხვა ელჩების კომპეტენციაში, ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში. თითქოს მისი მეურვეობის ქვეშ იყოს ევროკავშირის ელჩი და თვითონ ვერ იტყვის იმას, რისი თქმაც უნდა. არ მგონია მე, რომ ბატონ ჰერჩინსკის უჭირდეს არტიკულაცია იმისი, რაც ევროკავშირის პოლიტიკა არის. ეს ადამიანი გამოდის, ხან ჩემ წერილს გამოეხმაურა ჰერჩინსკის მიმართ, მას ხომ არ მივწერე, მივწერე ჰერჩინსკის. ჰერჩინსკიმ თავის პასუხი გასცა, რაც გასცა. გამოდგა ეს ადამიანი და ამის კომენტირება დაიწყო. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მისწერა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გამოვიდა ეს ადამიანი, ამის კომენტირება დაიწყო და ახლა არ ვიცი, თუ ბერლინი არის ევროკავშირის დედაქალაქი, გაგვაგებინონ, თუკი ეს არის დღევანდელი ისტორიული მოცემულობა.

ამ ადამიანმა არც თავისი იცის, არც სხვისი ესმის. ჩვენგან იყო კეთილი რჩევები, თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვურჩევდით, რომ ვენის კონვენციის ფარგლებში ყოფილიყო, შეურაცხყოფა არ მიეყენებინა მასპინძელი ხალხისთვის, მასპინძელი ხალხის ხელისუფლებისთვის. არაფერი ამ ადამიანმა არ გაითვალისწინა. გაიწვიეს გერმანიაში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ პირობა, რომ ის დაბრუნდებოდა, ოღონდ არ იქნებოდა ის აგრესიული რიტორიკა, თავდასხმები, რომელსაც მისგან ვიყავით შეჩვეული. სამწუხაროდ, ეს პირობაც დაირღვა. ერთადერთი, რაც გვაიმედებს არის ის, რომ რამდენიმე დღე დარჩა მის ელჩობას საქართველოში და ამით ეს სამწუხარო კარი ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში იმედია, დაიხურება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვაშაძე – ვემიჯნები იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის” და მისი ჟურნალისტების მიმართ გააკეთა, ამ განცხადებებს განვიხილავ ჩემ წინააღმდეგ პირად თავდასხმად

სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან „ტვ პირველის” და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას განიხილავს, როგორც პირად თავდასხმას.„მინდა, პირველ რიგში, უდიდესი მადლობა გადავუხადო „ტვ პირველს“, მის თითოეულ ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომლებიც ამ უმძიმეს, ურთულეს პოლიტიკურ და ფინანსურ პირობებში, ყოველდღიური სამართლებრივი თუ ეკონომიკური წნეხის მიუხედავად, გმირულად აგრძელებენ მაუწყებლობას და საზოგადოებას სიმართლეს აწვდიან. კრიტიკული მედიის არსებობა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მადლობას ვუხდი ყველა სხვა თავისუფალ მედიასაშუალებასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომლებიც ანალოგიური დარტყმების ფასად ინარჩუნებენ სიმართლის პლატფორმას.ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემ წინააღმდეგ. მე თავს დაბლოკილად არცერთ თავისუფალ მედიაში არ ვთვლი.დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი მუშტად შეკვრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დიდი გამარჯვების გზაზე!“ – წერს გიორგი ვაშაძე.ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, „ტვ პირველს“ ერთ-ერთ ფეისბუქ პოსტში „უბორნია“ უწოდა. „ნინო ჯღარკავას სადაც ელაქუცებიან, იმ უბორნიაში დაბლოკილი რატომ არ უნდა იყოს პატიოსანი ადამიანი?“, – დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ჩემი წერილი გადააგზავნა ბრიუსელში, იმედი მაქვს, ბრიუსელში ამ წერილს გულდასმით კითხულობენ და დასკვნებს გამოიტანენ

პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ჩემი წერილი გადააგზავნა ბრიუსელში. მე იმედი მაქვს, რომ ბრიუსელში ამ წერილს გულდასმით კითხულობენ და იმედია, რომ აქედან დასკვნებს გამოიტანენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, დღეს ევროკავშირი თავისი პოლიტიკით, გარდა იმისა, რომ აზიანებს სხვებს, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს საკუთარ თავს.„სხვათა შორის, გუშინ იყო ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის სტატია, რომელშიც სწორად იყო ხაზგასმული ეს საკითხები, რომ დასკვნები უნდა გამოიტანონ. სამწუხაროდ, ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს და რომელსაც კაია კალასი განასახიერებს, ყველა ვხედავთ. ევროკავშირის შიგნითაც არის მის მიმართ უკმაყოფილება და კრიტიკა, აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ სახელმწიფო მინისტრი არც კი ხვდება მას. სამწუხაროდ, დღეს კაია კალასი არის სახე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის. როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, როდესაც მისი მინისტრი აქ მიტინგებზე იდგა, ზუსტად იმავე ფილოსოფიის საგარეო პოლიტიკა აქვს დღეს ევროკავშირს, რომელიც გარდა იმისა, რომ აზიანებს სხვებს, უპირველეს ყოვლისა აზიანებს საკუთარ თავს და ამ ზიანს ვხედავთ დღეს ჩვენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის 8 მაისს ღია წერილით მიმართა.

ლევან ხაბეიშვილი – არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას, ხელების ჩამოშვება დანაშაულია, თუ არ შეგვეშინდება და გავიზიარებთ სააკაშვილის მოწოდებას, გამარჯვება გარდაუვალია

არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას, მიუხედავად იმ სატანჯველისა, რასაც სამარტოო საკანში გატარებული ყველა წუთიც თან ახლავს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.როგორც ხაბეიშვილი წერს, ნამდვილ დისიდენტებს შვიდი წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად, ხელების ჩამოშვება დანაშაულია.„არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას! მიუხედავად იმ სატანჯველისა, რასაც სამარტოო საკანში გატარებული ყველა წუთიც თან ახლავს. ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად ხელების ჩამოშვება დანაშაულია! ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას შიში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ წამს კიდევ უფრო აღვივებს. თუ არ შეგვეშინდება და გავიზიარებთ სააკაშვილის მოწოდებას, გავერთიანდეთ დროშის გარშემო, გამარჯვება გარდაუვალია, მანამდე ვიქნებით „ქოცების“ ხელში, ვიდრე გამბედაობას არ მოვიკრებთ და შეტევაზე არ გადავალთ. შეტევა ნიშნავს 100 000-ობით ადამიანის პროტესტს.რაც შემეხება მე, 1.5 დამრჩა და ერთი სული მაქვს ვემსახურო ჩემს ხალხს! არ დანებდეთ, ძალა ერთობაშია!“, – წერს ხაბეიშვილი.სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს ქრთამის შეთავაზების ბრალდება საბოტაჟის მუხლით გადაუკვალიფიცირა და ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

ლოცვა, რომელიც ნიკოლოზობას მრევლმა უნდა წაიკითხოს

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმინდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.ლოცვა„გაქებთ შენ, საყვარელო, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ზესთამბრძოლო საკვირველმოქმედო და უსათნოესო ქრისტესო, მრავალსასყიდლისა წყალობის მირონისა და საკვირველებათა ზღვისა სოფლისათვის მიმმადლებელო; ხოლო შენ, ვითარცა გაქვს კადნიერება წინაშე ღმრთისა, ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ: გიხაროდენ, წმინდა მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო. გამომზრდელო ქვრივთა და მამაო ობოლთა, შემწეო ჭირთა შინა მყოფთა, ყოვლად პატიოსანო, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო, მწყემსი და მოძღვარი გზასა ზედა ყოველთა შეცდომილთა ხარ შენ, მამაო წმიდაო ნიკოლოზ, ლოცვითა შენითა გვიხსნენ განსაცდელთაგან“

მარკო რუბიო – დონალდ ტრამპი „ძალიან იმედგაცრუებულია“ ნატო-ს წევრებით, რომლებმაც აშშ-ს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს

მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი „ძალიან იმედგაცრუებულია“ ნატო-ს წევრებით, რომლებმაც აშშ-ს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ შვედეთში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე განაცხადა.მისივე თქმით, ამავდროულად ალიანსის ზოგიერთი ქვეყანას აშშ-ს ძალიან ეხმარება.„თქვენ გყავთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი, რომლებიც გვიკრძალავენ ამ ბაზების გამოყენებას – მაშინ რატომ ხართ ნატო-ში? ეს ძალიან სამართლიანი კითხვაა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ნატო-ს სხვა ქვეყნებიც ძალიან გვეხმარებოდნენ, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ. არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს იმის ცოდნა, რომ შეერთებული შტატები, და კერძოდ, პრეზიდენტი, ამჟამად ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებულია“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ნატო-ს წევრები იმის გამო, რომ ისინი აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიის დასახმარებლად მეტს არ აკეთებენ. თეთრი სახლის ლიდერმა ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, შტატებმა ალიანსი დატოვოს.

ბოლო სიახლეები