ზურაბ ქადაგიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე: ის ხალხი დამენახეთ, რომ გაჰკიოდით „არა რუსულ კანონს“, ევროპას გვაშორებენ ხალხნოო! სამარცხვინო მასკარადში რომ ამოყავით თავები თუ ატყობთ?

Read Time:29 Second

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება – შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

„ერთი ის ხალხი დამენახეთ, კონსტიტუციის 78-ე მუხლს რომ აფრიალებდით და ხბოს აღტყინებით გაჰკიოდით – „არა რუსულ კანონს“, ევროპას გვაშორებენ ხალხნოოო… არ გრცხვენიათ, ფაშისტი ლომჯარიების ამარა რომ დარჩით ცალ ფეხზე შემხტრები და თავი კიტრებად მოგაქვთ? სამარცხვინო მასკარადში რომ ამოყავით ეგ „ძაან პრადვინუტი“ თავები თუ ატყობთ? იცი რისი ბრალია? საქართველოს კონსტიტუციას უკუღმა კითხულობთ… დემოკრატია რომ ტრენინგებზე ისწავლეთ და სახელმწიფოს ღირსება, სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა სადღეგრძელო გგონიათ! ჩაჰბერეთ აწი სალამურს და ერთხმად იმღერეთ: ვხედავ მეცხვარეს, ჯოხით მთაზედა…“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები – სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება, მეტიც, შეიქმნას ამერიკული FARA-ს ანალოგი
Next post ვატო შაქარიშვილი: დაირაზმეთ, ევროპა რუსულ კანონს იღებს! „ჯენ ზი“, ყველა ქვეყნისა შეერთდით, ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირს შიგ რუსეთში მიაქანებს!