ვატო შაქარიშვილი: დაირაზმეთ, ევროპა რუსულ კანონს იღებს! „ჯენ ზი“, ყველა ქვეყნისა შეერთდით, ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირს შიგ რუსეთში მიაქანებს!

Read Time:48 Second

ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა… ბრიუსელსა და სტრასბურგში დემოკრატიას შავი დღე გაუთენდა! სასწრაფოდ მოითხოვეთ ევროპარლამენტარების მოღალატეებად გამოცხადება!, – წერს მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რითაც EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ითხოვენ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

„ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა… ბრიუსელსა და სტრასბურგში დემოკრატიას შავი დღე გაუთენდა!

ჩვენ მოწოდებით გამოვდივართ, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი შეიქმნას, – ნათქვამია ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის წევრების, მანფრედ ვებერის, მონიკა ჰოლმაიერისა და პეტრი სარვამაას ერთობლივ წერილში.

ჰაი ჰოო! დაირაზმეთ, ევროპა რუსულ კანონს იღებს! ჯენ-ზი ყველა ქვეყნისა შეერთდით! ევროპის სახალხო პარტია, ევროკავშირს შიგ რუსეთში მიაქანებს! ხაბე, კიკუ, თამარ, ხათუნა, ეკა, ნინო სად არის ლომჯარია?! ლяka ჩამოვიდა ბრიუსელიდან? აკია არ დაგავიწყდეთ ბარბაქაძე! სასწრაფოდ მოითხოვეთ ევროპარლამენტარების მოღალატეებად გამოცხადება! სკოლებიდან გარიცხეთ მათი შვილები! სასწრაფოდ მოამზადეთ “მწერალთა” და “საზოგადო მოღვაწეთა,”კოლექტიური წერილები! დაგმეთ, გაემიჯნეთ! დადექით ისტორიის სწორ მხარეს! ვაი თქვენს პატრონს… აბა, ეხლა გააღეთ პირი და თქვით ააა..!!!“, – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე: ის ხალხი დამენახეთ, რომ გაჰკიოდით „არა რუსულ კანონს“, ევროპას გვაშორებენ ხალხნოო! სამარცხვინო მასკარადში რომ ამოყავით თავები თუ ატყობთ?
Next post შალვა ნათელაშვილი: დღეს ჰააგის სასამართლოს მივმართეთ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გასცეს დაპატიმრების ორდერი