შალვა ნათელაშვილი: დღეს ჰააგის სასამართლოს მივმართეთ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გასცეს დაპატიმრების ორდერი

Read Time:41 Second

დღეს ჰააგის სასამართლოს მივმართეთ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გასცეს დაპატიმრების ორდერი, რისთვისაც საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს, რასაც მთელი მსოფლიო უყურებს – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„უკვე არავის ეპარება ეჭვი, არც ევროპაში და არც ამერიკაში, რომ რუსეთისთვის ერთ-ერთი მომარაგების წყარო და სანქციების გასაიოლებელი სივრცე, ივანიშვილის რეჟიმის წყალობით არის საქართველო, ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ დღეს ჩვენ მივმართეთ  საერთაშორისო ტრიბუნალს, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე, რისთვისაც საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს, რასაც მთელი მსოფლიო უყურებს.  როგორც კი გამოთქვამს სურვილს სასამართლო პროკურორი ჩვენთან თანამშრომლობის, მასალებს გავუგზავნით და გარდა ამისა, მზად ვართ მოწმედ გამოვიდეთ, ჩვენებები  მივცეთ, ბრალმდებლებად გამოვიდეთ, ისე როგორც მთელი საქართველოა მზად, როცა უყურებს ამ მარაზმს, რომელიც დაეპატრონა ჩვენს სილამაზეს, ოცნებას, სამყაროს, ქვეყანას და არ უშვებ არაფრით სისხლიანი ხელებიდან, რათა ბოლომდე შეასრულოს პუტინის დავალება“- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვატო შაქარიშვილი: დაირაზმეთ, ევროპა რუსულ კანონს იღებს! „ჯენ ზი“, ყველა ქვეყნისა შეერთდით, ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირს შიგ რუსეთში მიაქანებს!
Next post ნიკა გვარამია: ჰააგის სასამართლომ პერსონალურად მიშა სააკაშვილს უთხრა, რომ ვის და რით ჩამოკიდებენ, ერთად შევხედოთ ახლაო