„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები – სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება, მეტიც, შეიქმნას ამერიკული FARA-ს ანალოგი

Read Time:2 Minute, 18 Second

ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ შემოღებულ ზომებს. სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება, ვიდრე ისინი არ იქნებიან შეყვანილი გამჭვირვალობის რეესტრში, – ამის შესახებ  „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების, მანფრედ ვებერის, მონიკა ჰოჰლმაიერის და პეტრი სარვამას წერილშია ნათქვამი, რომელსაც გამოცემა „ეუობსერვერი“ აქვეყნებს.

წერილში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრები ასევე გამოდიან მოწოდებით, შეიქმნას ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ანალოგი.

„მილიონობით არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველდღიურად ახორციელებს გამორჩეულ სამუშაოს, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად და მათი შრომისმოყვარე თანამშრომლები იმსახურებენ აღტაცებას და პატივისცემას. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარად იყენებენ მოსყიდვების, არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, როგორც ეს ე.წ. კატარგეითმა აჩვენა. ამ სკანდალში, ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რამდენიმე სოციალისტმა კოლეგამ, ბოროტად გამოიყენეს სისტემა მათ სასარგებლოდ. საბედნიეროდ, ისინი ახლა მართლმსაჯულების წინაშე დგანან, თუმცა ამ საქმემ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება კონტროლის გაძლიერება და ხარვეზების აღმოფხვრა, რომ „კატარგეითის“ მსგავსი კორუფციული შემთხვევები მაქსიმალურად აღიკვეთოს. ჩვენ, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრები, მხარს ვუჭერთ მკაფიო სტანდარტებს, გამჭვირვალე და აუცილებლად განსახორციელებელ წესებს. სამწუხაროდ, ევროპარლამენტში „კატარგეითის“ სკანდალის გამოძიებაში ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ყველას არ აქვს. ისინი უმეტესად სოციალისტების და მწვანეთა ჯგუფების წარმომადგენლები არიან. ნდობის მაშტაბურ კრიზისში, რომლის წინაშეც დგას ინსტიტუტები, სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული ნდობის აღდგენა. მილიონობით ევრო, ჩემოდნებში ჩატენილი, იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც არასამთავრობოებად არიან შენიღბული, აყენებენ ძლიერ დარტყმას ჩვენს რეპუტაციას, იმ ხალხს, ვისაც რეალური პოლიტიკის კეთება სურს და პატივს სცემს წესებს.

პარლამენტის უმრავლესობა და სხვა ინსტუტები არ უნდა იქნას იმ კრიმინალებთან ერთად მოხსენიებული, რომლებიც ქრთამებს იღებენ და ჩვენ არ გვსურს, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დავადანაშაულოთ, რადგან რამდენიმე არასწორად მოიქცა. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა დავიბრუნოთ მოქალაქეების ნდობა. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის შავი ცხვარი, რომელიც ჩვენს და მსოფლიოში ყველა ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას ძირს უთხრის. იმისთვის, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის პროცესი რაც შეიძლება გამჭვირვალე გახდეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ შემოღებულ ზომებს. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება, ვიდრე ისინი არ იქნებიან შეყვანილი გამჭვირვალობის რეესტრში.

უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ შეიქმნას ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ანალოგი. ჩვენ გვჭრდება, რომ მესამე ქვეყნებიდან პოლიტიკოსებმა და ლობისტებმა დარეგისტრინონ და გამოავლინონ, თუ როგორ უდგებიან ევროკავშირის კანონმდებლებს. „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი შემდგომში გააგრძელებს მუშაობას კონკრეტულ ნაბიჯებზე, საპარლამენტო საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტსა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენ უნდა დავადგინოთ წესები, რომელიც გაართულებს არაგამჭვირავლე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ევროკავშირის ინსტიტუტების მოტყუებას“, – აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების წერილში.

ამასთან, „ეუობსერვერი“ აქვეყნებს ევროპარლამენტის კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრების, ირაცე გარსია პერესის და გაბი ბიშოფის მოსაზრებას – „2021 წელს ევროპარლამენტარებმა მიაღწიეს „ინსტიტუციურ შეთანხმებას“ სავალდებულო გამჭვირვალობის რეესტრის შესახებ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შეთანხმება ბევრად მკაცრი ფორმით. საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს რა და ვინ დგას სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის უკან. ჩვენ რეგულარულად უნდა ვამოწმებდეთ დაფინანსების ნაკადებს ყველა იმ ორგანიზაციაში, რომლებიც ჩამოთვლილია გამჭვირვალობის რეესტრში. ამ სახის ინფორმაციის გარეშე, მოქალაქეებს ძალიან უჭირთ პასუხისმგებლობის აღება გადაწყვეტილების მიმღებთათვის“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ჩალაძე: სააკაშვილის საკითხი არის წითელი ხაზი ყველასთვის ევროკავშირში… ჩვენი ქვეყნის ბედით ასე, თვითნებურად ნუ ითამაშებთ
Next post ზურაბ ქადაგიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე: ის ხალხი დამენახეთ, რომ გაჰკიოდით „არა რუსულ კანონს“, ევროპას გვაშორებენ ხალხნოო! სამარცხვინო მასკარადში რომ ამოყავით თავები თუ ატყობთ?