ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით, თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არ აქვს

Read Time:38 Second

“დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით, თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არ აქვს.
სისხლში ცილის მქონეთა ნაწილი, რომელიც ჯამში ქვეყანაში უმცირესობაა, უკრძალავს სისხლში ცილის სავარაუდოდ არ მქონეებს (კაცმა არ იცის), რომლებიც ჯამში ქვეყანაში უმრავლესობაა, რესტორანში შესვლას ისე რომ არაფერს ეკითხება რესტორნის მეპატრონეს
ცილა რომ გაქვს, ამის დასადასტურებლად სპეციალური პასპორტი შექმნეს.

ცილიანების მნიშვნელოვან ნაწილს ეს რეალობა ჰგონია ნორმალური, რადგან ისეთი შეშინებულია რომ ამაზე ბევრად უარესზეცაა წამსვლელი სხვა ადამიანებთან მიმართებაში.
ცილიანების განსაკუთრებულად გამორჩეულ ნაწილს სჯერა, რომ უცილოებს სხვის რესტორანში შესვლის აკრძალვით უბიძგებს გახდეს ცილიანი, რომ ისევ თვითონ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ.

ცილიანების იგივე ნაწილს, რომელმაც მისცა ლეგიტიმაცია ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ასეთ გამოყენებას და ადამიანების ასეთ სეგრეგაციას, მერე უკვირს იგივე ხელისუფლება, იგივე ძალაუფლებით რაკამ რომ აყენებს და წელის სულ უფრო ჩაზნექას აიძულებს წლიდან წლამდე” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ექსკლუზივი-იერუსალიმში,დავითის ქალაქში ორი ათასი წლის მონეტა აღმოაჩინეს
Next post გურამ მაჭარაშვილი – საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებაზე ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან პასუხად მივიღეთ რადიკალური ქმედებები, მანდატის დატოვება, ქუჩაში რადიკალიზმი