ექსკლუზივი-იერუსალიმში,დავითის ქალაქში ორი ათასი წლის მონეტა აღმოაჩინეს

Read Time:1 Minute, 11 Second

დავითის ქალაქში, ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში
არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. ნოემბერში სამუშაოები
მლოცველების გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდებოდა. ამ გზით
ადრეულ ეპოქაში ხალხი იერუსალმში აშენებულ ტაძრამდე მიდიოდა.
არქეოლოგებისათვის დახმარების გაწევა ნებისმიერ მსურველს
შეეძლო. უბრალო ადამიანები სპეციალისტებს არქეოლოგიური
გათხრის ადგილიდან ამოღებული მიწის გაცრაში ეხმარებიდნენ.
11 წლის სკოლის მოსწავლე ლიელ კრუტოკოპი მშობლებთან და
დასთან ერთად მიწას ამუშავებდა, როდესაც პირველმა შეამჩნია
ვერცხლის უძველესი მონეტა. – „მამასთან ერთად მივუტანეთ
აღმოჩენა სპეციალისტს – თქვა ლიელმა. – მან გვითხრა, რომ ეს
მართლაც ვერცხლია და სავარაუდოდ უძველესი მონეტაა“.
მონეტა ძველი ნივთებისა სამმართველოს ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის ვერცხლისგან დაახლოებით 2 ათასი
წლის წინაა მოჭრილი. მისი წონა 14 გრამია. ერთ გვერდზე
ამოტვიფრულია „ისრაელის შეკელი“ ხოლო ქვევთ მხარეს „შნათ ბეთ“,
რაც ივრითზე მეორე წელს ნიშნავს (ანუ, პირველი იუდეველური ომის
66-67 წწ ჩწ. მეორე წელიწადი). მონეტის მეორე მხარეს აწერია „წმინდა
იერუსალიმი“, ხოლო მის თავზე პირველმღველთმთავრის კვერთხია
გამოსახული.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა – აღნიშნა ნუმიზმატიკის
სამმართველოს ხელძღვანელმა რობერტ კოლმა. – მრავალი
აღმოჩენიდან, რომელიც მეორე ტაძრის პერიოდს ეკუთვნის,
ვერცხლის შეკელი მხოლოდ 30-ია ნაპოვნი. მლოცველების ბილიკი
მთავარი სავაჭრო გზა იყო იერუსალიმში. აქ გაცხოველებული ვაჭრობა
მიდიოდა და ამის გამო ძალიან ბევრი საინტერესო აღმოჩენაა
გაკეთებული, მაგ: ისრაელში მოჭრილი მრავალი ბრინჯაოს მონეტა.
ხოლო, ვერცხლის შეკელი, კი პირველად იქნა აღმოჩენილი“.
არქეოლოგები თვლიან, რომ მონეტა მოჭრილია ტაძრის წინ მდებარე
მოედანზე და ინახებოდა თავად ტაძრის საცავში.

ახლა, ხანუკას დღესასწაულის დროს, აღმოჩენილი მონეტა ემეკ-
ცურიმის პარკში ზეთისხილის მთაზეა გამოფენილი
დასათვალიერებლად. აქაც, როგორც დავითის ქალაქში ნებისმიერ
მსურველს შეუძლია დაეხმაროს არქეოლოგებს აღმოჩენის გაკეთებაში.
სერგი პოდრაჟანსკი იერუსალიმიდან.
ფოტო: ლიელ კრუტოკოპი მონეტით.
(ავტ.: იანივ ბერმანი იძნს)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი – რიგის მინისტერიალზე დასწრება არის შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენს მოლოდინზე 2022 წლის ნატო-ს სამიტისადმი
Next post ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით, თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არ აქვს