დავით ზალკალიანი – რიგის მინისტერიალზე დასწრება არის შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენს მოლოდინზე 2022 წლის ნატო-ს სამიტისადმი

Read Time:57 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს რიგის მინისტერიალზე საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის, დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა ნატო-ს სრული წევრი გახდეს.

„დღეს ჩრდილოატლანტიკული ალიანსის სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილოებენ. ჩვენი დასწრება რიგის მინისტერიალზე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისა. ეს აჩვენებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, აღიარებული იყოს ის პროგრესი, რომელიც საქართველომ მიაღწია ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა საქართველო ნატო-ს სრული წევრი გახდეს. ჩვენ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში. ჩვენ ერთად შევედით ავღანეთში და ნატო-სთან ერთად დავტოვეთ ეს ქვეყანა. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავღანეთიდან გამოსვლის პროცესშიც, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, ჩვენ დავეხმარეთ ნატო-ს მოკავშირეებს მომხდარიყო ადამიანების ევაკუაცია ავღანეთიდან. მჯერა, რომ რიგის სამიტზე დასწრება არის დიდი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ჩვენს მოლოდინებზე 2022 წლის ნატო-ს სამიტისადმი. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მიერ ნატო-ს წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილებებში და დეკლარაციებში, როგორც დღევანდელ მინისტერიალზე, ისე 2022 წლის ნატო-ს სამიტზეც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი
Next post ექსკლუზივი-იერუსალიმში,დავითის ქალაქში ორი ათასი წლის მონეტა აღმოაჩინეს