გურამ მაჭარაშვილი – საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებაზე ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან პასუხად მივიღეთ რადიკალური ქმედებები, მანდატის დატოვება, ქუჩაში რადიკალიზმი

Read Time:40 Second

საკონსტიტუციო ცვლილებებს სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ეს არ არის მხოლოდ კენჭისყრის პროცედურა, ამას აქვს რიგი პროცედურები საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მუშაობაზე უარს ამბობს რადიკალური ოპოზიციის უმრავლესობა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებაზე პასუხად მიიღეს რადიკალური ქმედებები, პარლამენტის არალეგიტიმურობაზე განცხადებები, მანდატის დატოვება და ქუჩაში რადიკალიზმი.

„რა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობენ, როცა უარს ამბობენ საკუთარი ამომრჩევლის ნების განხორციელებაზე პარლამენტში. სამწუხაროდ, ზოგი პარლამენტიდან წავიდა, ვინც დარჩა, მათი ნაწილი ბოიკოტს აცხადებს, არ დადის და ქუჩის პროცესებზე არის გადასული. როცა ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე არიან, მათი განცხადება გაუგებარია. საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებაზე პასუხად მივიღეთ რადიკალური ქმედებები, პარლამენტის არალეგიტიმურობაზე განცხადებები, მანდატის დატოვება, ქუჩაში რადიკალიზმი და ა.შ. თუ მუშაობა პარლამენტში სურთ, ამაზე შეთანხმდნენ და ამის შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციებს. ოპოზიციამ უარი აბსოლუტურად ყველა ნორმალური, ცივილიზებული ფორმატი და აირჩიეს ქუჩის აქციები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით, თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არ აქვს
Next post ამირან გამყრელიძე: ვიცით, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად და ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით 40 წლამდე მოსახლეობაში. არ ვიცით არის თუ არა ის მეტად აგრესიული ვიდრე „დელტა“ ან სხვა შტამი