ამირან გამყრელიძე: ვიცით, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად და ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით 40 წლამდე მოსახლეობაში. არ ვიცით არის თუ არა ის მეტად აგრესიული ვიდრე „დელტა“ ან სხვა შტამი

Read Time:47 Second

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ვარიანტს დაკვირვება სჭირდება და ზუსტი მონაცემები მისი თვისებების შესახებ მეცნიერებს 2-3 კვირაში ექნებათ.

„შტამი „ომიკრონი“ ახალი მუტაციაა. რაც გაჩნდა ეს ვირუსი, ასობით და ათასობით მუტაცია იყო, მაგრამ საყურადღებო ან შემაშფოთებელი იყო თითებზე ჩამოსათვლელი. კვალიფიკაცია „შემაშფოთებელი“ მიენიჭა სულ რამდენიმეს: „ალფას“, „ბეტას“, „გამას“, „დელტას“, რომელმაც ყველაზე ძალიან შეგვაწუხა და მაის-ივნისიდან მოყოლებული სწორედ „დელტამ“ გამოიწვია ის, რომ გვქონდა ძალიან მძიმე აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. ამის შემდეგ გაჩნდა ახალი შტამი. ჯერჯერობით უნდა დავიცადოთ 2-3 კვირა. არ ვიცით რამდენიმე მთავარი [მონაცემი]. ვიცით, რომ ის უფრო სწრაფად და ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით 40-წლამდე მოსახლეობაში. არ ვიცით არის თუ არა ის მეტად აგრესიული, ვიდრე „დელტა“ ან სხვა შტამი. ანუ რამდენად უფრო მძიმე მიმდინარეობას იწვევს და რამდენად არის აგრესიული და მეტია თუ არა სიკვდილიანობა. ჯერ ეს მონაცემები არ ვიცით, ამას სჭირდება დაკვირვება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი – საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებაზე ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან პასუხად მივიღეთ რადიკალური ქმედებები, მანდატის დატოვება, ქუჩაში რადიკალიზმი
Next post დავით ზალკალიანი: რიგის მინისტერიალი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნატო-ს 2022 წლის სამიტი შედეგიანი იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში