ზელენსკი: NATO-ს თვითმფრინავებისა და ტანკების მხოლოდ 1%-ს ვითხოვთ და უკვე 31 დღეა, ველოდებით!

Read Time:37 Second

უკრაინა NATO-ს თვითმფრინავებისა და ტანკების მხოლოდ ერთ პროცენტს ითხოვს! ჩვენ არ ვითხოვთ მეტს და უკვე 31 დღეა, ველოდებით, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“როგორია უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების ფასი? ამაზე ძალიან კონკრეტული პასუხი არსებობს: თვითმფრინავები, ტანკები, ანტისარაკეტო თავდაცვა, ხომალდსაწინააღმდეგო იარაღი. ეს არის ის, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და საწყობებში მტვერი ფარავს.

უკრაინა NATO-ს თვითმფრინავებისა და ტანკების მხოლოდ ერთ პროცენტს ითხოვს! ჩვენ არ ვითხოვთ მეტს და უკვე 31 დღეა, ველოდებით. მაშ, ვინ მართავს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას? ნუთუ ეს დღემდე მოსკოვია დაშინების გზით? პარტნიორებმა უნდა გაააქტიურონ უკრაინის დახმარება.

ეს პარტნიორებს სჭირდებათ, რადგან საქმე ევროპის უსაფრთხოებას ეხება. უკრაინა ვერ ჩამოაგდებს რუსულ რაკეტებს სანადირო თოფებითა და ტყვიამფრქვევებით, რომლებიც საკმარისზე მეტი გვაქვს. მარიუპოლის განბლოკვა ტანკების, თვითმფრინავებისა და სხვა ტექნიკის საკმარისი რაოდენობის გარეშე შეუძლებელია,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ემანუელ მაკრონი: მე, სიტყვა “ჯალათს” პუტინის მისამართით არ გამოვიყენებდი
Next post რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 28-30 მარტს თურქეთში გაიმართება