ემანუელ მაკრონი: მე, სიტყვა “ჯალათს” პუტინის მისამართით არ გამოვიყენებდი

Read Time:46 Second

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი “ფრანს 24”- თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ის სიტყვა “ჯალათს” პუტინის მისამართით არ გამოიყენებდა.

შეგახსენებთ, რომ ასე მოიხსენია აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი თავის გამოსვლაში.

მისი თქმით, თუ დასავლეთს სურს სიტუაციის განმუხტვა დიპლომატიის გზით, სიტყვიერი ესკალაცია კარგს არაფერს მოიტანს:
“მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა იყოს ფაქტებიდან გამომდინარე და უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს.

მე ჯერ კიდევ ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს. ამიტომ ასეთ სიტყვას არ გამოვიყენებდი.ჩვენ გვინდა შევაჩეროთ ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო. გვინდა შევაჩეროთ ისე, რომ ამ ომში არ ჩავერთოთ და არ მოვახდინოთ ესკალაცია. ეს არის ჩვენი ამოცანა.

ჩემი ვალდებულებაა, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის, დავიცვა ფრანგები ომისგან ჩვენს მიწაზე. დავუწესოთ სანქციები რუსეთს და შევუქმნათ უველანაირი პირობა იმისთვის, რომ ის შეჩერდეს. ასევე, დავეხმაროთ უკრაინას, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთს. ჩვენ უნდა მივიღოთ ლტოლვილები და დიპლომატიური გზით მივაღწიოთ რუსეთის ჯარის სრულად გაყვანას. და თუ ამის გაკეთება გვსურს, ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ესკალაცია არც სიტყვებით და არც ქმედებებით“, – განაცხადა მაკრონმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი: ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მზადაა შემდეგი ნაბიჯებისთვის ევროინტეგრაციის გზაზე
Next post ზელენსკი: NATO-ს თვითმფრინავებისა და ტანკების მხოლოდ 1%-ს ვითხოვთ და უკვე 31 დღეა, ველოდებით!