ვოლოდიმირ ზელენსკი – სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას

Read Time:36 Second

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას.

ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

მისი თქმით, სამხედრო მეთაურობის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შესახებ. კერძოდ, უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტანტინ გრიგორშინთან დაკონსტანტინ ჟევაგოსთან დაკავშირებულ მსხვილ კომპანიებზე.

„ჩვენი პასუხი მტრისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და კოორდინირებული. სამხედრო მეთაურობის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების აქტივების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ: „მოტორ სიჩი“, „ზაპოროჟტრანსფორმატორი“, „ავტოკრაზი“, „უკრნაფტა“, „უკრტატნაფტა“. ასეთი ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის ომის პირობებში, ხორციელდება მოქმედი კანონების შესაბამისად და შეუძლიათ ჩვენი თავდაცვითი სექტორის არსებითი საჭიროებების დაკმაყოფილება. ამ რთულ დროს ყველა ძალა უნდა მივმართოთ ჩვენი მიწისა და ხალხის გათავისუფლებისკენ, უკრაინული არმიის მხარდაჭერისკენ“, – წერს ზელენსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს, თელავში, ერეკლე მეფის დაბადებიდან 302-ე წლისთავი გრანდიოზული ღონისძიებებით აღინიშნა
Next post ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მობილიზებული მოქალაქეებიდან 50 ათასი უკვე ქვედანაყოფებში იბრძვის, 80 ათასამდე კი უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფება