დღეს, თელავში, ერეკლე მეფის დაბადებიდან 302-ე წლისთავი გრანდიოზული ღონისძიებებით აღინიშნა

Read Time:31 Second

ერეკლე მეორის დაბადებიდან 302 წელი გავიდა. თელავში საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაესწრო.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს მუზეუმში ქალაქ თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პირადად უმასპინძლა.

ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილობრივ მოქალაქეებს გაესაუბრა და „ერეკლეობა“ მიულოცა. მან თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში ხელნაკეთი ნაწარმის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა. ასევე, საბრძოლო ხელოვნების ჯგუფის საჩვენებელ გამოსვლას დაესწრო. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი ერეკლე II-ის ისტორიული სასახლესა და სასახლის კარის ეკლესიაშიც იმყოფებოდა.

თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, „ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა 7 ნოემბერს ყოველწლიურად აღინიშნება. მოსახლეობა სახელოვანი მეფის იუბილეს ტრადიციულად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნავს და სტუმრებს მთელი საქართველოდან მასპინძლობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: დასჩხავიან ამ 12 პუნქტს და ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსს 95%-ით ვერ მივიღებთ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალისხმევა
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი – სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას